Author Archives: admin

სუმიში, ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია, რის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია

უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­მი­ში “სუ­მი­ხიმპრო­მის“ ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის ქარ­ხა­ნა­ში ავა­რია ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი “ტე­ლეგ­რა­მის“ გვერ­დზე წერს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 07:49 სა­ათ­ზე გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. “07:49 სა­ათ­ზე ქა­ლაქ სუ­მი­ში, ავა­რია, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ამი­ა­კის გა­ჟონ­ვა მოხ­და, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

Read More »

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ, 2021 წელს მომზადდა 16 პროექტი და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში 444 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის, გაგრძელდა ქ. ქუთაისთან მუხნარი ტყის (საღორიის ...

Read More »

ესპანეთში ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

ესპანეთში ათასობით ადამიანი სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს. დემონსტრაციები ესპანეთის უმსხვილეს ქალაქებში ულტრამემარჯვენე პარტიის, Vox-ის ორგანიზებით გაიმართა. მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ. „ფრანს 24“-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ესპანეთში ენერგორესურსებზე ფასი 72 პროცენტით გაიზარდა, რაც ევროკავშირში ყველაზე დიდი ზრდა იყო. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

იანვარ-თებერვალში საქართველომ ელექტროენერგიის 67% რუსეთისგან იყიდა

მომდინარე წლის იანვარში-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8%-ით, 763.7 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტის 67.2% (513 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 460.9 მლნ კვტ.სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. 135.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა საქართველომ სომხეთში, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 114.8 მლნ.კვტ.სთ-ს მცირედით გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში ...

Read More »

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დადებას განიხილავს

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას განიხილავენ, აცხადებს სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. რუსულ ნავთობზე ემბარგო შესაძლოა ბრიუსელის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტში აღმოჩნდეს. სააგენტოს ინფორმაციით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას დაჟინებით მოითხოვენ ბალტიის ქვეყნები. ემბარგოს, როგორც სანქციის ერთ-ერთ მკაცრ ზომას, მხარს უჭერს საფრანგეთიც. სხვა ევროპული ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის იმპორტის აკრძალვის უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ. ევროკავშირს რუსეთიდან მოხმარებული ნავთობის მეოთხედი ...

Read More »

სემეკის სასწავლო ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ახალ კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სალექციო თემა „ენერგეტიკული ბიზნესი“, რომელსაც  სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია წაიკითხავს. კურსი მოიცავს რეგულირების ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულირებადი სექტორების ძირითად სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს, სატარიფო პოლიტიკის საკითხებს, ენერგეტიკულ ბაზრებსა და  მათი ლიბერალიზაციის ...

Read More »

თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 28%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალშო ქვეყანამ მთლიანად 1368.713 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია, შარშან თებერვალში მოხმარებამ 1068.514 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის თებერვალში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 691.973 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 889.820 ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 21 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ამაღლების, ბოლო აღმართის, ოქროყანის, წავკისის, დავითაშვილის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის (ნაწილობრივ), საქანელას და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან ...

Read More »

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გერმანიამ ყატართან ენერგეტიკული ხელშეკრულება გააფორმა

გერმანია, რომელიც ცდილობს ნაკლებად დამოკიდებული გახდეს რუსეთის ენერგორესურსებზე, აცხადებს, რომ ყატართან გრძელვადიან ენერგეტიკულ პარტნიორობას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთი გერმანიისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია. ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ოფიციალური ბერლინი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად. შეგახსენებთ, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. როგორც მედია წერს, დასავლელი მოკავშირეების ზეწოლის ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ომის ფონზე ევროკავშირი საყოფაცხოვრებო საწვავზე ფასების სუბსიდირებას გეგმავს

უკრაინაში რუსული საომარი მოქმედებების ფონზე, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საყოფაცხოვრებო საწვავზე ფასების სუბსიდირებასა და ენერგორესურსების ფასების მატებით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერის განცხადებით, ერთობლივი სტრატეგია ევროკომისიის შემოთავაზებას ეყრდნობა, რაც უკრაინის კრიზისთან გასამკლავებლად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ევროკავშირის სტრატეგიას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი – საფრანგეთის მსგავსად, ევროკავშირის სხვა ...

Read More »