Author Archives: admin

საუდის არაბეთს სურს მნიშვნელოვნად გაზარდოს ნავთობის მოპოვება

მომდევნო 5 წლის განმავლობაში საუდის არაბეთს სურს ნავთობის მოპოვება  13 მილიონ ბარელამდე გაზარდოს დღე/ღამეში. Saudi Aramco-მ  მსოფლიოს უდიდესმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, წარმოადგინა ზრდის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც 2027 წლისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იუწყება”. 2021 წელს Saudi Aramco  12,3 მილიონი ბარელი ნახშირწყალბადი მოიპოვა დღე/ღამეში. მისი უმეტესობა ნავთობია. Saudi Aramco-ს წმინდა მოგება 2021 ...

Read More »

გაერო: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილის ჩანაცვლება მოხერხდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის ნახევარი სხვა უკრაინელმა თანამრომლებმა ჩაანაცვლეს. ინფორმაციას გაეროს ბირთვული მეთვალყურე ავრცელებს. პერსონალმა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში, 3 კვირაზე მეტი გაატარეს, მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური დაკავება მოახერხეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ბოლო კვირებში მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა ახლო მომავალში აღარ ექნებოდათ. “მათ იქ ძალიან დიდი დრო ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ბელგიამ ატომური სადგურების დახურვა გადაავადა

ბელგიამ ატომური ელექტროსადგურების დახურვა 2030 წლამდე გადაავადა. Doel 4 და Tihange 3 ბირთვული რეაქტორების დახურვას ბელგია 2025 წლამდე აპირებდა. ბრიუსელმა გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო შექმნილი ‘ქაოსური გეოპოლიტიკური ვითარებით’ ახსნა, რომელიც ევროპაში ენერგეტიკულ ბაზარს რყევებით ემუქრება. მთავრობის განცხადებით, ბირთვული ენერგიის დროებით შენარჩუნების პარალელურად გაძლიერდება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, რისთვისაც 1,1 მილიარდი ევროა გამოყოფილი. დიდ ატომურ სადგურებზე უარის თქმის პარალელურად ბელგიამ მცირე, ე. წ. „მოდულური“ ბირთვული ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი: “რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში, მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს”

რუ­სე­თის ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­უ­ა­რე­სებს ენერ­გო­ბა­ლანსს ევ­რო­პა­ში. მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლას და­არ­ტყამს, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და. “რე­ა­ლუ­რად, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვი­ცით, რუ­სე­თის ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის თემა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, რად­გან მსგავ­სი ემ­ბარ­გო მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ნავ­თო­ბის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და თა­ნაც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ენერ­გო­ბა­ლანსზე ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე. ამას­თან, ეს ამე­რი­კის ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

„ჩვენ ახლა მთლიანად საერთაშორისო ბაზრის ფასზე ვართ დამოკიდებულები“

„ჩვენ ახლა მთლიანად საერთაშორისო ბაზრის ფასზე ვართ დამოკიდებულები“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ საწვავის ფასზე საუბრისას განაცხადა. მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცუცქირიძემ საწვავის ფასის ზრდის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთ- უკრაინის ომთან პირდაპირაა დაკავშირებული. „დღეს მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი საწვავის ფასებთანაა დაკავშირებული. აქ, პირველ ყოვლისა, საქართველოში საწვავის ფასს ვგულისხმობ, ასევე, იმ ტენდენციას, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასებთანაა დაკავშირებული, რადგან ის ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ვისაუბრებთ, რა დამატებითი სანქციების დაწესება შეგვიძლია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ერვოკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისივე თქმით, ყოველგვარი კანონისა და ომის წესის მიღმაა ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროპის სამშვიდობო ცენტრის საშუალებით, რომ აღმოვუჩინოთ მეტი ფინანსური დახმარება. ჩვენ გვექნება შეხვედრა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მოლდოვა უზრუნველყოფს უკრაინელი ლტოლვილების შესანიშნავ მხარდაჭერას. შემდეგ ჩვენ გვექნება ვიდეოკონფერენცია უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, სადაც საომარ ვითარებაზე ვისაუბრებთ. რაც მარიუპოლში ხდება, ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 18 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  114.58 (+6.99)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.94 (+6.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პაატა ბაირახტარი: კომპანიების მხრიდან ისევ გვესმის ანონსები, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს, ამის მოცემულობა კი უკვე აღარ არის

ნამდვილად იყო იმის პირობები, რომ საქართველოში საწვავის ფასი გაზრდილიყო, დღეს კომპანიების მხრიდან ისევ გვესმის გარკვეული ანონსები, რომლის მიხედვითაც, საწვავის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს, ამის მოცემულობა კი უკვე აღარ არის, – ამის შესახებ ეკონომისტმა, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაირახტარმა საწვავის ფასის ზრდის მიზეზები განმარტა. „თუ დავაკვირდებით გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს ნავთობზე ფასების მატება ნამდვილად არის. ამას ...

Read More »
ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას წითელი ნუსხით დაცული ხეების გაკაფვის ნებართვა მიეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტო: ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის. ტყის დაცვა-აღდგენა ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს, სუფთა წყლის, ჰაერის და საკვების შენარჩუნებას, ტყე უმნიშვნელოვანესია პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით: აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, ...

Read More »

საწვავის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა

საქართველოში საწვავის ფასმა მორიგი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა. ვისოლის ქსელში დიზელი 4.09 თეთრი ღირს. სხვა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც ფასები 4.00 ლარიან ზღვარს მხოლოდ რამდენიმე თეთრით ჩამორჩება. მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ პირველად $130-ს გადააჭარბა, შემდეგ ცოტა დაიკლო, მაგრამ ახლაც $111 ღირს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტია, მაგრამ თუ 2014 წლის ივნისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.80-ზე ნაკლები ...

Read More »