დიმიტრი პესკოვი: “რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში, მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს”

რუ­სე­თის ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­უ­ა­რე­სებს ენერ­გო­ბა­ლანსს ევ­რო­პა­ში. მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლას და­არ­ტყამს, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

“რე­ა­ლუ­რად, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვი­ცით, რუ­სე­თის ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის თემა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, რად­გან მსგავ­სი ემ­ბარ­გო მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ნავ­თო­ბის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და თა­ნაც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ენერ­გო­ბა­ლანსზე ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე. ამას­თან, ეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს არ შე­ე­ხე­ბა და თავს ბევ­რად უკეთ იგ­რძნობს, ვიდ­რე ევ­რო­პე­ლე­ბი. ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სწო­რედ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლას და­არ­ტყამს,“- გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს “რო­ი­ტერ­მა“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში რუ­სე­თის ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ასე­ვე სან­ქცი­ე­ბის მე­ხუ­თე ტალ­ღა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

Leave a Reply