Author Archives: admin

ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია. მისი თქმით, სანქციებმა ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს და არა ევროკავშირს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც კანცლერი განმარტავს, ავსტრია ერთადერთი არ არის, ვისაც გაზის ემბარგოს წინააღმდეგ ასეთი არგუმენტი აქვს. ნეჰამერი აღნიშნავს, რომ გერმანიასა და უნგრეთსაც მსგავსი პოზიცია აქვთ. ამავდროულად, ავსტრია ევროკავშირის გვერდით მტკიცედ დგას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. „ნავთობი უკვე განიხილება ევროკომისიასა ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი – რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის საპასუხოდ, „რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არქტიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლური ქმედებების გამო, არქტიკის რეგიონში დარღვეულია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვი, რის გამოც რუსეთს შეექმნა გარკვეული სირთულეები. „თქვენ იცით, რომ ახლა არამეგობრული ქვეყნების ქმედებების გამო, სატრანსპორტო ლოგისტიკური ჯაჭვების რიგი ...

Read More »

C5-ის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

პრაღასთან ახლოს C5-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. C5-ში გაწევრიანებულია ხუთი ევროპული ქვეყანა:  ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია და სლოვენია. მინისტრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ რუსული ნავთობისა და გზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთს ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში სურს, რუსეთისგან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეაჩეროს. მისი აზრით, ...

Read More »

თბილისში დამატებით 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან თანამშრომლობის ისეთი მოდელით დაიწყო, რომ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისში არსებული დამტენების გამართულობის პრობლემა დღეისთვის უკვე სრულად მოგვარებულია. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – 14 აპრილს გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხვალ, 14 აპრილს გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 14 აპრილს, 10:00-დან 14:00 საათამდე მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 5 000-მდე აბონენტს შეუწყდება. მთაწმინდა-კრწანისის რ-ში – გორგასალის ქ. 10-ში მდებარე შპს „ბი ქეი გრუპის“, გორგასალის ქ. 37, 39, 39-1, 39-2, 39-3, ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო  USAID-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვას. გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას. „ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. სემეკში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების პროგრამების დანერგვისა და გაუმჯობესების ...

Read More »

ჯო ბაიდენი: 30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას

30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა twitter-ზე დაწერა. „პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, – წერს ჯო ბაიდენი.

Read More »

გერმანია ევროკავშირს რუსული ნავთობის სრული ემბარგოსკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ...

Read More »

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე მაია მელიქიძე ასოციაციის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. სემეკის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გოჩა შონია, რომლებმაც  სემეკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მაია მელიქიძის კანდიდატურას. ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს ...

Read More »

ახალი წყალქვეშა კაბელით გერმანიასა და ბრიტანეთს პირველი პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ექნებათ

გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირველი დამაკავშირებელი კაბელის მთავარი ინტერკონექტორის პროექტის განსახორციელებლად უკვე 1.95 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები დაიდო. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები საკუთარი ენერგომომარაგების გაძლიერებას ცდილობენ. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება კი სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. NeuConnect პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის გაყვანილი ენერგოკაბელები ზღვის ქვეშ იქნება განთავსებული და ორივე მიმართულებით 1.4 გიგავატი ...

Read More »