Author Archives: admin

ინდუსტრიის დადანაშაულება, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს, არამართებულია – მთვრალაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში საწვავი მნიშვნელოვნად ვერ გაიაფდება. მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ თუ საშუალება იქნება, ფასის შემცირება აუცილებლად მოხდება. „პლაცის ფასები, რაც დღეს არის მოცემული, თვითდამშვიდების საშუალებას არ იძლევა. რომ არა ლარის გამყარება, ფასები სტაბილური ვერ იქნებოდა. ფასები სტაბილურია და უფრო მეტიც, რა თქმა უნდა, ფასების შემცირება, დროის ლოგიკურ ჭრილში აუცილებლად გაგრძელდება, თუ ამის საშუალება იქნება“, ...

Read More »

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის ნავთობემბარგოს მხარს დავუჭერთ

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ლეონორა გებესლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს მხარს დაუჭრს. ამის შესახებ, მან ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, წერს Kurier. „ავსტრია მზადაა მხარი დაუჭიროს ნავთობემბარგოს, თუ ევროკომისია და ევროკავშირის წევრები ამას გადაწყვეტენ“, – განაცახადა გებესლერმა. მან ასევე თქვა, რომ ავსტრიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის გადამუშავებაზე, თუმცა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში სხვანაირი ვითარებაა. „ძირითადი მოთხოვნაა, ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„გაზპრომმა“ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. რას მოიმოქმედებენ ეს სახელმწიფოები და რას იზამს რუსეთი მათი ფულის გარეშე?

ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით გაზის საფასურის გადახდაზე უარი ჯერ პოლონეთმა თქვა, შემდეგ კი- ბულგარეთმა. შესაბამისად, „გაზპრომმა“ მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტა. BBC-მ შეისწავლა, არის თუ არა ეს დიდი ზარალი რუსული ექსპორტისთვის და რა ელით თავად „უარის მთქმელებს“.   რა ხდება?   27 აპრილის დილიდან რუსეთმა ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, რადგან მათ „რუბლით“ გადახდაზე უარი განაცხადეს. იმავე დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 3 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დიდი ხეივნის დასახლება, ხეივნის, დიდი ხეივნის, გიორგი გურამიშვილის, ორთაჭალის, კოტე აფხაზის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ნიკოლაძის, გულუას, მტკვრის, დიმიტრი გულიას, ვლადიმერ წითლანაძის, უსახელოურის, ახალი ...

Read More »

კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვაში შემაშფოთებელ ცვლილებებს იწვევს

კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვას სერიოზულ დარტყმას აყენებს. ახალი თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში, მტკნარი წყლები სულ უფრო მტკნარდება, მარილიანი კი უფრო მლაშდება სულ უფრო მზარდი მაჩვენებლით. ასეთი მახასიათებლის გაგრძელების შემთხვევაში, სასტიკად გაიზრდება თავსხმა წვიმის შტორმები. აღმოჩენა მიუთითებს წყლის გლობალური წრებრუნვის სერიოზულ აჩქარებაზე — ნიშანი, რომელიც მკაფიოდ არ შეიმჩნევა ოკეანის ტივტივებიდან აღებული წყლის ნიმუშების მარილიანობის გაზომვებში; როგორც წესი, ისინი მხოლოდ ოკეანის ...

Read More »

საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა

აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სახელმწიფოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული და საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად. დოკუმენტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის სატყეო პროგრამების მიერ. საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესი 2014 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს გარემოს ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა გეგმავს ახალი კანონის დამტკიცებას, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის საიმპორტო ტერმინალების მშენებლობის დაჩქარებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო dpa ავრცელებს. სააგენტო ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ გერმანიაში ბუნებრივი აირის ტერმინალების პროექტების დაჩქარების შესახებ კანონის მიზანია დამტკიცებისა და ლიცენზირების პროცედურების გავლა ბევრად უფრო სწრაფად გახდეს შესაძლებელია, ვიდრე არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს და ამ გზით, რუსეთის წიაღისეული ...

Read More »

ფინეთმა რუსეთთან ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი გაწყვიტა

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fennovoima-მ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსატომთან” ფინეთში ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი შეაჩერა. ფინელების თანახმად, “როსატომის” მხრიდან ვადის გადაცილებამ პროექტის შესრულება შეუძლებელი გახადა, ამას უკრაინაში დაწყებული ომიც დაემატა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა. Fennovoima-მ “როსატომის” შვილობილ კომპანია RAOS-სთან პროექტის აშენების შესახებ კონტრაქტს 2013 წელს მოაწერა ხელი. Hanhikivi 1 ფინეთის რიგით მესამე ატომური ელექტროსადგური იქნებოდა, 1970-იანი წლების შემდეგ კი – ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომი” უცხოურ ბირჟებს ტოვებს

“გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ ტოვებს უცხოურ ბირჟებს და ამოიღებს იმ სადეპოზიტო ქვითრებს (დელისტინგს), რომლებიც ივაჭრება უცხოურ ბირჟებზე. შესაბამისი განცხადება კორპორატიულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ლონდონისა და სინგაპურის საფონდო ბირჟებიდან გასვლაზე, სადაც ტრიალებს კომპანიის სადეპოზიტო ქვითრები – უცხოური ემიტენტის აქციების ფლობის უფლების დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდები. წყარო: bfm.ge

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 29 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.32 (-1.45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.73 (-1.96)  დოლარი/ბარელზე.

Read More »