Author Archives: admin

ნარმანია: რუსეთზე გარკვეული სანქციის შედეგად თუ დენს ვერ შემოვიტანთ, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება

რუსეთზე გარკვეული სანქციის შედეგად თუ დენს ვერ შემოვიტანთ, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა. „საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ არის ძალიან მაღალი. გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რუსეთიდან კი ენერგომატარებლები მხოლოდ სისტემის სტაბილურობისთვის შემოგვაქვს. „რუსეთი არც ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაც. თუ იქნება გარკვეული ტიპის სანქციები და რუსეთიდან დენი აღარ შემოვა, ქვეყანას დეფიციტი ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

რას ნიშნავს რუსეთის გარიცხვა OPEC+-ის ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან

Wall Street Journal-ის ცნობით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) ზოგიერთი წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს. ნაბიჯი სერიოზულ გავლენას მოახდენს ნავთობის გლობალურ მიწოდებაზე. რუსეთი საუდის არაბეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ნავთობის მიმწოდებელთა სამეულში შედის, მაგრამ უჭირს წარმოებისა და ექსპორტის შენარჩუნება უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების გამკაცრების პირობებში. რუსეთის ყოველთვიური მიწოდების კვოტების სისტემიდან გამორიცხვამ შეიძლება მისცეს OPEC+-ის სხვა წევრებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს ...

Read More »

ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის

რუსი ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ვოლ სთრით ჯორნალი.“ ამერიკული გამოცემის თანახმად, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის. „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ნავთობის გადამტანები და მწარმოებლები ბაზრებს რუსულ პროდუქტს წარმოშობის ადგილის დაფარვით აწოდებენ. მედიის ცნობით, საწვავი, რომელიც სავარაუდოდ, ნაწილობრივ დამზადებულია რუსული ნედლი ნავთობისგან, გასულ თვეში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში შეიტანეს. როგორც მედია წერს, ...

Read More »

თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია RENEWABLE GEORGIA 2022 გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ორდღიანი ენერგეტიკული კონფერენცია Renewable Georgia 2022 გაიხსნა. ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ბრიტანული კომპანია “The Voice of Renewables”-ის ორგანიზებითა და „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს რვა საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საიხლეები ...

Read More »

ილჰამ ალიევი: კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა. აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC). დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური ...

Read More »

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში

2022 წლის 2 ივნისს, WEG-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. პუბლიკაცია მიმოიხილავს შემდეგი საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე. კვლევის მიხედვით  მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით ...

Read More »

სემეკმა „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით სასარგებლოდ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. მოქალაქის განცხადების საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების შესაბამისად, შპს „ბათუმის წყალმა“  უსაფუძვლოდ დაახარვეზა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადი.

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

Read More »

ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას – იტალიას, საბერძნეთსა და ...

Read More »

გიორგი ფანგანი: სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას. განახლებადი ენერგიების საკითხზე სემეკის წევრმა „The Voice of Renewables”-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე, სემეკის როლსა და  იმ მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების ...

Read More »