Author Archives: admin

ბიტკოინი სამჯერ გაიაფდა. რა ელის კრიპტოვალუტას და დადგა თუ არა „კრიპტო ზამთარი“?

ბიტკოინი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და როგორც აქამდე ითვლებოდა, ყველაზე საიმედო კრიპტოვალუტაა. თუმცა, 18 ივნისს ის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა და ახლა 20 ათას დოლარზე ნაკლები ღირს. გარკვეულ მომენტში მისი სავაჭრო ღირებულება 18 993 დოლარი იყო, რაც 59%-იანი ვარდნის მაჩვენებელია. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი კლების დონემ 25%-ი შეადგინა. თუმცა უკეთეს დღეში არც კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული ბიტკოინის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,86 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 121,43 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის ხანგრძლივობას ორი წლით ამცირებს

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის ქრონიკული დაბინძურება ერთი ადამიანის  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ორ წელზე მეტი ხნით ამცირებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის (EPIC) ჰაერის ხარისხის უახლესი ინდექსის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 97% ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც დაბინძურება რეკომენდებულ დონეს აღემატება. EPIC-მა, ფილტვების დამაზიანებელი PM2.5-ის საშიში მცურავი ნაწილაკების დონის გასაზომად სატელიტის მონაცემები გამოიყენა. შედეგების თანახმად, თუ გლობალური PM2.5 დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ...

Read More »

TOYOTA-მ ტექნიკური პრობლემის გამო ელექტრომობილები ბაზრიდან გაიწვია

საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი Toyota 2,700 ელექტრო მანქანას ბაზრიდან გაიწვევს, რადგან არსებობს შანსი, რომ მათი ბორბლები დაზიანდეს. როგორც კომპანიის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, bZ4X-ის ბორბლებზე ჭანჭიკები შეიძლება იმ დონემდე “გაფხვიერდეს”, რომ მანქანას ბორბალი მოძვრეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მანქანაზე კონტროლის დაკარგვა და გაზარდოს ავარიის რისკი. ეს გადაწყვეტილება ეხება აშშ-ს, ევროპის, კანადისა და იაპონიის ბაზარზე არსებულ 2700 bZ4X SUV- მოდელებს. “საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურებს აქტიურად უბრუნდებიან

რუსეთიდან გაზის მიწოდების სამომავლოდ კიდევ უფრო შეზღუდვის საფრთხის შედეგად, ევროპის გარკვეული ქვეყნები საკუთარ ენერგომოთხოვნილებებს ვერ ან რთულად თუ იკმაყოფილებენ. ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ზამთრისთვის რუსეთმა რეგიონს გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს და ამისთვის ისინი მზად უნდა დახვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ნაკლებად სავარაუდო იყოს, მაგიდაზე ამგვარი სცენარიც დევს. წელიწადის ყველაზე ცივ სეზონს რომ მზადყოფნაში შეხვდნენ, ამისთვის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 406 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ენერგორესურესების დაზოგვის მიზნით შხაპის მიღების ხანგრძლივობა შევამცირე

ასეთი განცხადება გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა „შპიგელთან” ინტერვიუს დროს გააკეთა რობერტ ჰაბეკი. გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერ ჰაბეკმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთა მოწოდება რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო ენერგორესირსების დაზოგვის აუცილებლობის შესახებ. „შპიგელის” კითხვაზე, როგორ ზოგავს თავად ენერგორესურსებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჰაბეკმა უპასუხა, რომ იცავს სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის მიცემულ რჩევებს. „მე მივყვები იმას, რის რეკომენდაციასაც ჩემი სამინისტრო გაძლევთ. ...

Read More »

IEA “რუსეთმა გაზის მიწოდება შესაძლოა, მთლიან ევროპას შეუჩეროს”

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში (IEA) აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია, ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რომ ამ გზით უკრაინაში შეჭრის ფონზე დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს. ბოლო დღეებში რუსეთმა ევროპაში გაზის ნაკადები მკვეთრად შეამცირა. კრემლში აღნიშნული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამოა აღჭურვილობის მომსახურების შეფერხებით ახსნა, ევროპამ კი, თავის მხრივ, მოსკოვი გეოპოლიტიკურ თამაშებში დაადანაშაულა. როგორც Reuters-სთან საუბარში სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, ​„ამგვარი საქციელის ...

Read More »

რუსეთის ფედერაციის ტანკერებს ნავთობი ლიბერიის დროშით გადააქვთ

რუსული კომპანია „სოვკომფლოტის“ სანავთობო ტანკერები დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ევროპის პორტებში რეიდებს განაგრძობენ. შეზღუდვების გვერდის ავლით, „სოვკომფლოტმა“ თავისი შვილობილი კომპანიები კვიპროსსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განათავსა, მისი ტანკერები ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავენ, ხოლო უსაფრთხოების სერტიფიცირებას ინდოეთში ამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის ცენტრი (OCCRP) და სააგენტო „როიტერი“ ავრცელებენ. გამომძიებელმა რეპორტიორებმა გაარკვიეს, რომ „სოვკომფლოტის“ სანქციების გვერდის ავლას კვიპროსსა და ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყება – რუსეთმა გერმანიას, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, გერმანიისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რაც გამოიწვევს დეფიციტს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების – „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ – ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. „თუ რუსული გაზის მიწოდება შეწყდება, ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ძალიან ცოტა გაზს ზამთრის ბოლოს ან უკვე შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში”, – განუცხადა კლაუს მიულერმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს. მიულერმა მოუწოდა მომხმარებლებს ...

Read More »