Author Archives: admin

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ, რომელსაც მისი ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი ხელმძღვანელობდა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რეგიონალურ სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა. სამიტზე განხილული იქნა შავი ზღვის ქვეყნებში მიმდინარე ნავთობისა და გაზის პროექტების არსებული მდგომარეობა, სამომავლო პროექტები და ენერგეტიკული წყაროების ჩანაცვლების საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტებმა სამიტზე დიდი ინტერესი გამოიწვია. სამიტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის ქვეყნების შესაბამისი ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

ინდოეთმა რუსული ქვანახშირი ჩინური იუანით იყიდა

ცემენტის უმსხვილესმა ინდურმა მწარმოებელმა UltraTech Cement-მა რუსეთს ნახშირის საფასური იუანებში (ჩინეთის ვალუტა) გადაუხადა, იუწყება Reuters. სააგენტოს მიერ განხილული საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ რუსული მწარმოებლის SUEK-ისგან 157 000 ტონა ნახშირი იყიდა და მიაწოდა ინდოეთს. ტვირთის ღირებულება შეფასებულია 172 652 900 იუანად (25,81 მილიონი დოლარი). სააგენტოს წყაროს თქმით, გაყიდვა მოაწყო SUEK-ის დუბაიში დაფუძნებულმა სამმართველომ. მათივე თქმით, არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომლებმაც შეკვეთები გასცეს ...

Read More »

რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენს 10 დღით კეტავს

რუსული მხარე იუწყება, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენი 10 დღით მუშაობას შეწყვეტს. მილსადენების ჩაკეტვის მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური ინსპექტირებაა. „2022 წლის 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის ორივე ხაზი დაგეგმილი ინსპექტირების მიზნით დროებით იკეტება. კერძოდ, შემოწმდება მექანიკური კომპონენტების და ავტომატიზაციის სისტემების მუშაობა. განრიგი და სამუშაო გეგმა წინასწარ იყო შეთანხმებული სატრანსპორტო ჯაჭვის ყველა მხარესთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Read More »

JP Morgan – ნავთობის გლობალურმა ფასმა შესაძლოა ბარელზე $380 მიაღწიოს

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გლობალურმა ფასმა შესაძლოა ბარელზე $380 მიაღწიოს. შეერთებული შტატებისა და ევროპის სადამსჯელო ზომებმა შესაძლოა აიძულოს რუსეთი, საპასუხო ზომების სახით ნედლი ნავთობის წარმოება შეამციროს. G7-ის ქვეყნები ამუშავებენ რთულ მექანიზმს რუსული ნავთობის ფასის დასაფარად, რათა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის მანქანაზე ზეწოლა გამკაცრდეს. მოსკოვის ძლიერი ფისკალური პოზიციის გათვალისწინებით, ქვეყანას შეუძლია 5 მილიონი ბარელით შეამციროს ნავთობის ყოველდღიური წარმოება ეკონომიკისთვის ზედმეტი ზიანის ...

Read More »

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიას, ავსტრიასა და სლოვაკეთს ევროკავშირის მასშტაბით გაზის უმსხვილესი რეზერვები აქვთ

ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმების შემდგომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, წლიურ მოხმარებასთან შედარებით მომავალი ზამთრისთვის ევროკავშირში გაზის უმსხვილესი რეზერვები ლატვიას, სლოვაკეთსა და ავსტრიას აქვთ. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმებას ევროკავშირმა გასულ თვეში მიაღწია. მაგალითისთვის, ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის ოპერატორის მონაცემებით, სლოვაკეთის რეზერვები წლიური მოხმარების 36%-მდე უკვე შევსებულია. ქვეყანას შემნახველი საწყობი ჩეხეთშიც აქვს, რომელიც სლოვაკეთის სადისტრიბუციო ქსელთანაა დაკავშირებული. აღნიშნული რეზერვებით, სლოვაკეთი ბუნებრივი აირის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის თანამშრომლობით გამართული კონფერენციისა და ტრენინგის ოფიციალურ დახურვაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების საკითხებს მიეძღვნა. გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ რეფორმაზე, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების შემდეგ ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებას და ქვეყანაში ევროპული რეგულაციების ...

Read More »

„ჩვენ ორივე ვსარგებლობთ!“ – ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტზე

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ...

Read More »

აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აზერბაიჯანის აგრარული მომსახურების სააგენტოს, აზერბაიჯანის ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების ბაქოს ოფისის (DRTO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე სასაზღვრო საკითხებში ვეტერინარული ჯანდაცვის მიმართულებით საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის ...

Read More »
რატომ შეიქმნა თბილისის ზღვა – დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის საგანძური

მთელი მსოფლიოს მტკნარ ტბებში ძლიერ შემაშფოთებელი პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება — ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, წყალმცენარეების აყვავებისა და ჟანგბადის გამოლევის გაძლიერებასთან ერთად, დედამიწის მტკნარი წყალსატევები იმაზე დიდი მაჩვენებლით ორთქლდება, ვიდრე წარმოგვედგინა. გარდა ამისა, „ტბის აორთქლება ჰიდროლოგიურ ციკლში იმაზე დიდ როლს თამაშობს, ვიდრე გვეგონა“, აღნიშნავს კვლევის ავტორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ეკოლოგი განგ ჟაო. შესაბამისად, ამ პროცესს არსებითი გავლენა აქვს ამინდისა და კლიმატის მოდელირებაზე. თავიანთ მოლიცლიცე წყლებით, ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბები დედამიწის ხმელეთის დაახლოებით 5 მილიონ ...

Read More »