Author Archives: admin

მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში – რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ნავთობის გაიაფება, რომ ბენზინის ფასმაც დაიწიოს

ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო დღეებში მსოფლიო ბაზარზე მცირდებოდა, თუმცა 7 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 104,65 (+3,96) დოლარი/ბარელზე, ნიუ-იორკში Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა – 102,73 (+4,2) დოლარი/ბარელზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მცირდება, საქართველში საწვავის ფასები მაინც ძალიან მაღალია – 1 ლიტრი “სუპერის” ფასია 4,15-4,25 ლარი, ...

Read More »

უკრაინა: უგლეგორსკის თბოსადგურზე რუსების თავდასხმა მოვიგერიეთ

რუსული საოკუპაციო ჯარები ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკის და კამენკას რაიონებში და კონტროლის დამყარებას უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი ცეცხლით ძლიერი ზიანი მიაყენეს და აიძულეს უკან დაეხიათ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 ივლისს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა. ამავდროულად, დონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ თავდაცვის ძალების დანაყოფების დაბომბვას ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ და ზვერავენ უკრაინულ პოზიციებს. ...

Read More »

ლიბიის პოლიტიკური ქაოსი ნავთობის გლობალურ კრიზისს ამწვავებს

მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გლობალურ ბაზრებზე მეტი ნავთობის მისაღებად სპარსეთის ყურეში ვიზიტებს მართავს, OPEC-ის კიდევ ერთ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა ნავთობის წარმოებას დიდ საფრთხეს უქმნის. ლიბიაში ნავთობის წარმოება აპრილის შუა რიცხვებიდან შემცირდა, რადგან მომიტინგეებმა რამდენიმე ნავთობის საბადოს და პორტის დაკეტვა მოითხოვეს. ქვეყანაზე კონტროლის ასაღებად მეტოქე ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. საწვავის და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, დემონსტრაციები იზრდება, ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

ლატვია 2023 წლიდან რუსეთიდან გაზის იმპორტს აკრძალავს

ხუთშაბათს, 14 ივლისს, ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ენერგეტიკის კანონში, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 1 იანვრიდან რესპუბლიკაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. დოკუმენტი ითვალისწინებს ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას. ისინი უნდა დაგროვდეს ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაცავში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტოსა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოხმარება იმავე წლის 1 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე. ლატვიის ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. დიდუბის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, V კვარტლების (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის, ბაქოს, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

გერმანია ბირთვული ენერგიის წარმოების გახანგრძლივებას არ გეგმავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბუნებრივი აირის დეფიციტის საფრთხის მიუხედავად, სამართლიანად არ მიიჩნევს ქვეყანაში ატომური ენერგიის შემცირების პროტესტს. ამის შესახებ ოთხშაბათს, 13 ივლისს, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა. მთავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების კავშირის (CDU/CSU) და სამთავრობო კოალიციის პარტნიორების თავისუფალი დემოკრატების (FDP) ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, შოლცი ბირთვულ ენერგიასთან დაბრუნებას არ გეგმავს. გერმანიაში ატომური ენერგიის მომხრეები შეშფოთებული არიან რუსული გაზის არასტაბილურობით, რასაც უკრაინაში მათი აგრესია ...

Read More »

ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

რეკორდული ტემპერატურის გამო, ესპანეთი და პორტუგალია ტყის ხანძრებმა მოიცვა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთით მდებარე ორემის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქ ლეირიას მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები დაიწვა, ცეცხლმა სამი მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1 700 პორტუგალიელი მეხანძრე 14 აქტიურ ხანძარს ებრძვის. მეზობელ ესპანეთში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 1 500 ჰექტარი გაანადგურა, რის ...

Read More »

პანასონიკი ელექტრობატარეების $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

ელექტრომანქანებზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნის ფონზე, Panasonic-ი ელექტრობატარეების წარმოებას აფართოებს, რისთვისაც ამერიკაში, შტატ კანზასში $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ Panasonic-ის ახალი ქარხანა შტატში ოთხი ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „საავტომობილო ინდუსტრიის მზარდი ელექტრიფიკაციის ფონზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრობატარეების წარმოების გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა Panasonic Energy Co-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კაძუო ტადანობუმ. აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნის გახსნის ადგილად ტექნოლოგიურ გიგანტს კანზასი ...

Read More »

“ბიომასის წარმოება სოციალურ ჭრებს კონკურენციას ვერ უწევს” – როგორია ტყის როლი მწვანე ეკონომიკაში

“ტყის სექტორი განახლებად ნედლეულზეა დაფუძნებლი. ტოვებს მცირე ნარჩენებს და გადამუშავება-გამოყენების შემდეგ აღდგენის უნარით ხასიათდება. ამ თვისებების გამო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს“,- ვკითხულობთ UNECE-ისა და FAO-ს 2018 წლის მოხსენებაში. ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი კითხვაზე თუ რა როლი და ღირებულება აქვს სატყეო სექტორს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. სამივე კომპონენტი, რეციკლირება, განახლებადი ენერგიები და ნარჩენების მდგრადი მართვა აღნიშუნლი ...

Read More »

ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტის ფონზე, ნავთობის ფასი უკვე თითქმის 3%-ით შემცირდა და ომამდელ ნიშნულს მიუახლოვდა

2022 წლის  14 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი უკვე თითქმის 3%-ით (ანუ, დაახლოებით $3-ით) დაეცა, რაც ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტს და საუდების მიერ ნავთობის მოპოვების მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.28 (-2.29)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – ...

Read More »