Author Archives: admin

ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის ინდექსი 2021- საქართველო, მოლდოვა, უკრაინა რუმინეთი

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. შედეგების მიხედვით, აღნიშული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 80, B+ 100-დან) შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, C საშუალო გამჭვირვალობა), და მოლდოვა (55, C-). აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, გამჭვირვალობა ...

Read More »

თურქეთს რუსულ ენერგორესურსებზე ლირაში ანგარიშსწორება სურს

თურქეთს სურს უარი თქვას დოლარით ანგარიშსწორებაზე  რუსეთის ენერგორესურსების შეძენისას და გადავიდეს ეროვნულ ვალუტაზე (ლირაზე), იუწყება Bloomberg. ერთ-ერთი თურქი ჩინოვნიკის თქმით, ანკარას სურს უარი თქვას დოლარზე რუსეთთან ანგარიშსწორებისას და, როგორც ვარიანტი, შესთავაზოს ლირა. რუსეთს, თავის მხრივ, შეუძლია გამოიყენოს თურქული ვალუტა თურქეთიდან საქონლისა და მომსახურების გასატანად. გარდა ამისა, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ირწმუნება, რომ ქვეყნებს შეუძლიათ რუბლის გამოყენება გადახდებში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი ...

Read More »

WEG: ევროკავშირის საინვესტიციო პროექტები ენერგეტიკაში

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ენერგეტიკაში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს: ევროკავშირის მრავალმილიონიანი დახმარების პაკეტი, რომელიც ყოველწლიურად მმართველობის სისტემის გაუმჯობესების, ეკონომიკის დარგების გაძლიერების, ქვეყნის უსაფრთხოების ამაღლების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თუ სხვა მიმამრთულებით იხარჯება, მოიცავს ენერგეტიკის სექტორსაც. 2008-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში 2.5 მილიარდი ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები განხორციელდა. აქედან ენერგეტიკაში დაიხარჯა 718 მილიონი ევრო. ამ თანხის უდიდესი ...

Read More »

უკრაინელებმა უგლეგორსკის თბოსადგურიდან მტერი განდევნეს

„რუსმა დამპყრობლებმა უგლეგორსკის თბოსადგურს შეუტიეს, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა აიძულეს, გაქცეულიყვნენ“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს. რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით: „სევერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო დაზვერვის განხორციელებას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხი და სარაკეტო არტილერია ესროლა მოსპანოვოს, პეტროვკას, რუსული ტიშკის, ბაზალიევკას, პეჩენეგის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიევკას, კორობოჩკინოსა და ...

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიისფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია. ამასთან, მან დაამატა, რომ ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს. გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 21 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, ლადო მესხიშვილის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს და აბდუშელიშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მაისურაძის, ხომლელის (ნაწილობრივ) და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

კლიმატის ცვლილება კავკასიონის მყინვარებს საფრთხეს უქმნის

ბოლო 20 წელიწადში, კავკასიონმა 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა, მცირე ზომის მყინვარების ნაწილი კი უკვე გაქრა. ამ ცვლილებებს არამხოლოდ მეცნიერები ზომავენ, არამედ ხედავენ მთამსვლელებიც, რომლებიც მთებში ხშირად დადიან. “მყინვარის დნობა ჩემს სიცოცხლეშიც შემიმჩნევია, მაგალითად, გერგეთის მყინვარი, რომელიც სულ სხვა ზომისა და მოცულობის იყო, ახლა იმდენად გასაწყლებულია, გული მოგიკვდება. დაუჯერებელია, ეს თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სავალალო შედეგამდე მივალთ. იწევს სეზონებიც, აქამდე ...

Read More »

მაღალი ტემპერატურის გამო, ბრიტანეთის უდიდეს სამხედრო აეროდრომზე ასაფრენი ბილიკი გალღვა

ბრიტანეთის უდიდეს სამხედრო აეროდრომზე მაღალი ტემპერატურის გამო ასაფრენი ბილიკი გალღვა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავისთვის ალტერნატიულ აეროდრომს იყენებენ. “ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში ფრენის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, ამიტომ თვითმფრინავები იყენებენ ალტერნატიულ აეროდრომებს დიდი ხნის შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ამას არავითარი გავლენა არ აქვს ფრენებზე”, – ნათქვამია სამეფო საჰაერო ძალების განცხადებაში.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  20 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.61 (-1.74)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.25 ( -1.97)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

ევროპის ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

უახლესი მონაცემებით, გასულ თვეში, სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპანია Airly-ის თანახმად, განსაკუთრებით ცუდი ვითარება სამხრეთ ესპანეთისა და იტალიის დიდ ქალაქებშია. ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი პრობლემა აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციაა, რაც ამ ადგილებში ტრანსპორტის გაზრდილი მოძრაობითაა განპირობებული. Airly-ის CEO-ს განცხადებით, საზღვაო ზოლის ბევრ ქალაქს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ესპანეთის სანაპიროა, მათ შორის მურსიის, ბარსელონისა ...

Read More »