მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ენერგეტიკაში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს:
ევროკავშირის მრავალმილიონიანი დახმარების პაკეტი, რომელიც ყოველწლიურად მმართველობის სისტემის გაუმჯობესების, ეკონომიკის დარგების გაძლიერების, ქვეყნის უსაფრთხოების ამაღლების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თუ სხვა მიმამრთულებით იხარჯება, მოიცავს ენერგეტიკის სექტორსაც.
2008-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში 2.5 მილიარდი ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები განხორციელდა. აქედან ენერგეტიკაში დაიხარჯა 718 მილიონი ევრო. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ენგურის და ვარდნილი ჰესების კასკადის რეაბილიტაციას და მაღალი ძაბვის გადამცემი სისტემის რეაბილიტაციას/განვითარებას. ნაწილი კი დაიხარჯა ენერგეტიკული სექტორის რეფორმების განხორციელებაზე.
სხვა პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: