Author Archives: admin

მსოფლიოში ნავთობის ფასები მატულობს

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში წარმოებულმა ნავთობმა 5.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 500%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 მაისი – 0.9 ათასი ტ). ამ პერიოდში ნავთობის ექსპორტმა 4.7 ათასი ტ. შეადგინა. ექსპორტი კი შემცირებულია 80%-ით (2021 მაისი – 12 ათასი ტ). მაისში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 18.7%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან ნავთობის იმპორტმა 111.4 ათასი ტ. შეადგინა, წელს ეს რიცხვი ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორის განვითარების მემორანდუმი USAID-თან გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც პარასკევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მესონმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მემორანდუმი განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ამერიკულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მმართველი გუნდი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მმართველი გუნდი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კომპანიაში მიმდინარე წლის 28 ივლისს გაიმართა და მას გენერალურ დირექტორთან ერთად კომპანიის მმართველი გუნდი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის „სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ’’ განკარგულების თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქეთი მიწისქვეშა გაზსაცავებს აფართოებს

გაფართოების პროექტი სილივრის მიწისქვეშა საცავს ევროპაში ბუნებრივი აირის უმსხვილეს საცავად გადააქცევს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს. სილივრის მიწისქვეშა საცავი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და მას სახელმწიფო კომპანია, BOTAŞ მართავს. ტერიტორიის დათვალიერების დროს დონმეზმა ხაზი გაუსვა, რომ საცავის სიმძლავრის გაზრდა თურქეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამჟამად სილივრის საცავს 3,2 მილიარდი კუბურ მეტრ გაზის ...

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება მარის ველაიათში ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს. პირველად ბუნებრივი აირის მოპოვება „სერეპლის“ საბადოდან განხორციელდა, რომლის მშენებლობაც მარის ველაიათის სამხრეთით დასრულდა. ჭაბურღილიდან მიღებული ბუნებრივი აირი არ შეიცავს წყალბადის სულფიდს და „სუფთაა“. ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 695 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 83 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

მარტ-აპრილში ირანმა გაზის გაყიდვიდან 4 მილიარდი დოლარი მიიღო

ირანის ნავთობის მინისტრის, ჯავად ოუჯის განცხადებით, ირანმა, მარტიდან აპრილამდე პერიოდში, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი მიიღო გაზის ექსპორტიდან. „1401 წლის ბიუჯეტი (ირანის კალენდრით 2022 წლის 21 მარტი) ითვალისწინებს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის მიღებას ბუნებრივი აირის ექსპორტიდან. ამ წლის პირველ ოთხ თვეში დავასრულეთ ამ სფეროში დასახული ყველა ამოცანები“, – ციტირებს მან Tasnim. წყარო: bfm.ge

Read More »
გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს გერმანიის პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების დრამატულად შემცირების გამო ცხელი წყალი გამორთო. ჰანოვერში, საჯარო შენობებში ამიერიდან ხელის დასაბანად მხოლოდ ცივი წყალი იქნება ხელმისაწვდომი, შეიზღუდება სპორტულ დარბაზებში წყლის გამათბობლის გამოყენება. ასევე ენერგიის დაზოგვის მიზნით, გამოირთვება შადრევნები და ღამის ქუჩის განათებები ისეთ შენობებზე, როგორიცაა ...

Read More »

რატომ გაიზარდა რუსეთიდან საწვავის იმპორტი – ლექვინაძის განმარტება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილზე 30-60 თეთრით ნაკლებია. მისი განმარტებით, ამითაა განპირობებული რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა. „რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია, ეს გამოწვეულია იმით, რომ დაახლოებით, 30-60 თეთრიანი სხვაობაა თვითღირებულებაში ამ ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტსა და სხვა ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტს შორის. როცა საუბარია იმაზე, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე იაფი პროდუქტი – ძალიან ბევრი ფაქტორის ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, კვაჭაძის, ვარაზის და ბიწაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან ...

Read More »
ტანაპ

TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს

TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, შესაძლოა გაორმაგდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიხ დონმეზმა TRT Haber–თან ინტერვიუში განაცხადა. ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას, რომელიც აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა გააფორმეს ევროპაში მეტი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მინისტრმა თქვა: „TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს. ყოველწლიური მოცულობა 16 მილიარდიდან 31–32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება“. მისივე თქმით, ამისათვის ინვესტიციები იქნება საჭირო, ...

Read More »