Author Archives: admin

რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რა ღირს საწვავი საქართველოში?

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე. თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 96,64 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი და ამ დროისთვის 90,71 დოლარს შეადგენს ბარელზე. ფასების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოპეკ+ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდიან. რაც ...

Read More »

„გაზპრომი“ აცხადებს, რომ გერმანიიდან რუსეთში Nord Stream 1-ის ტურბინის მიწოდება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ტურბინა მზად არის რუსეთში გასაგზავნად

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ გერმანიიდან რუსეთში გაზსადენი Nord Stream 1-ის ტურბინის მიწოდება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ტურბინა მზად არის რუსეთში გასაგზავნად. „კანადის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმი და არსებული სიტუაციის შეუსაბამობა Siemens-ის მოქმედ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან შეუძლებელს ხდის 073 ძრავის მიწოდებას Portovaya CS-სთვის“, – ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში. მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უნდა ელოდოს, რომ „გაზპრომი“ აღარ ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებით დაინტერესებული არ არის?

ივლისის დასაწყისში, როდესაც მესამედ შეწყდა ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთის გავლით, ყაზახეთმა მოახდინა ყველა რესურსის მობილიზება ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების მოსაძებნად. მას შემდეგ, პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის სახელით, ყაზახეთის მთავრობის წამყვანი ექსპერტები ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, ერთ-ერთი შესაძლო მარშრუტად აზერბაიჯანი სახელდება. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ნოვოროსიისკის საქალაქო სასამართლომ 30 დღით შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მუშაობა, რომელიც ყაზახეთის ნავთობის 78,5 პროცენტის ტრანსპორტირებას ...

Read More »

“OPEC+”-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდაზე შეთანხმდნენ

“OPEC +”-ის მინისტრთა კონფერენცია დასრულდა, ალიანსის წევრებმა მოიწონეს სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 ათასი ბარელით/დღეში. OPEC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომუნიკეზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ოპეკის დოკუმენტი ადასტურებს, რომ ალიანსის ქვეყნები შეთანხმდნენ სექტემბერში მოპოვების დონის გაზრდაზე ერთობლივად 100 ათასი ბარელით/დღეში. როგორც ცნობილი გახდა, რომ “OPEC +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრებს სექტემბრისთვის მოპოვების მოცულობის სხვა ვარიანტები არ განუხილიათ. საბოლოო კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში ...

Read More »

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ამორალურია, რომ გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებს აზარალებს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, გაზარდონ გადასახადები ნავთობისა და გაზის კომპანიებზე. აღსანიშნავია,რომ ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „შევრონმა“ და „ექსონ მობილმა“, ასევე ორმა ევროპულა კომაპანიამ „ტოტალმა“ და „შელმა“ 2022 წლის ბოლო ...

Read More »

„ბლუმბერგი“ – რუსეთი ნავთობის ექსპორტს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ახდენს

გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთმა მიაგნო გზას, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მოახდინოს ნავთობის ექსპორტი. როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ნავთობის გადაზიდვისთვის ეგვიპტეს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ტერმინალს იყენებს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მხოლოდ 24 ივლისს ამ ტერმინალში 700 ათასი ბარელი რუსული ნავთობი ტანკერ Crested-ით ჩაიტანეს. შემდეგ აღნიშნული ნავთობის ნაწილი მაინც სხვა გემზე გადაიტანეს. გამოცემის ცნობით, ელ ჰამრას ტერმინალი იძლევა საშუალებას, ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანია უნდა ელოდოს, რომ „გაზპრომი“ აღარ შეასრულებს გაზის მიწოდების კონტრაქტებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უნდა ელოდოს, რომ „გაზპრომი“ აღარ შეასრულებს გაზის მიწოდების კონტრაქტებს. „ეს მკაფიო და მარტივია: ტურბინა აქ არის. მისი მიწოდება შესაძლებელია. მხოლოდ ვიღაცამ უნდა თქვას: მე მინდა ეს. მაშინ ის იქ იქნება ძალიან მალე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მაშინაც კი, თუ გაზის ტრანსპორტირება Nord Stream 1-ის მილსადენით კვლავ კარგად იმუშავებს, პრობლემები ...

Read More »

IAEA: რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წყობიდან სრულად გამოვიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური “წყობიდან სრულად გამოვიდა”. რაფაელ გროსის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს აუცილებლად სჭირდება დათვალიერება, შემოწმება და შეკეთება. “თვალწინ გვაქვს ისეთი ქმედებების სია, რომელიც არასდროს, არცერთ ელექტროსადგურში არ უნდა ხდებოდეს”. – აღნიშნა გროსმა. ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ელექტროსადგური საბრძოლო ველთან საფრთხისშემცველად ახლოს მდებარეობს. აღსანიშნავია, ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 4 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, პარკი მუშტაიდის მიმდებარე ტერიტორიის, გორის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), თაზო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,4 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 104,57  აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »