Author Archives: admin

დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე  დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. „ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის,  დიდი დიღომი  III, IV  მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, შარტავას, ...

Read More »
წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის ელექტროკაბელი და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე

ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს ...

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

ბენზინი მალე 2 ლარი ეღირება – საწვავის გაიაფება გაგრძელდება, მისი გაძვირება გამორიცხულია

ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასს გეზი კლებისკენ უჭირავს და ამის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე ფასების მხრივ მიმდინარე ცვლილებაა, განსაკუთრებით კი რუსული ნავთობპროდუქტების გაიაფება. ტენდენცია, ძირითადად, შეიმჩნევა მცირე და საშუალო არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ფასი უკვე 2 ლარს უახლოვდება და კიდევ შეიძლება შემცირდეს. საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 2 ლარზე დაბლაა. კერძოდ, ამ ეტაპზე 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ...

Read More »

სტამბულში გაზის სამიტის იმართება

2023 წლის 14-15 თებერვალს სტამბული გაზის სამიტს (İstanbul Gas Summit) უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნები (ახლო აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან), რომლებიც „ლურჯ საწვავს“ აწარმოებენ. გაზის სამიტს ასევე დაესწრებიან „ლურჯი საწვავის“ მომხმარებლები ევროპიდან. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა თურქეთში საერთაშორისო „გაზის ჰაბის“ შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, დღეს თურქეთი, ბულგარეთთან ერთად, განიხილავს ...

Read More »
“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნავთობის სექტორში შესაძლოა “ფრონტერა” დაბრუნდეს

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ “ფრონტერას” ბლოკზე შესაძლოა, განახლებული ტენდერი გამოაცხადოს. როგორც “ბიზნესპარტნიორს” სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ტატიშვილმა განუცხადა, “ფრონტერამ” საერთაშორისო არბიტრაჟის დავალების თანახმად, სალიცენზიო ბლოკის 99% დააბრუნა. მას დარჩენილი აქვს 1%, სადაც ნავთობის და გაზის კორპორაცია მუშაობს. “თავად “ფრონტერას” მენეჯერი კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმშია. ვიდრე ლიკვიდაციის პროცესია, იქ რომ ეკონოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს და ნავთობი არ დაიღვაროს, ეს ნავთობი მთლიანად სახელმწიფოს ...

Read More »

რუსეთის მიერ ხერსონის პორტის დაბომბვისას, უცხოური გემის ეკიპაჟმა ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა

უცხოური გემის ეკიპაჟმა, რომელიც რუსეთის მიერ ხერსონის პორტის ბოლო დაბომბვისას დაზიანდა, დნეპერში ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა. შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „მტრის დაბომბვის შედეგად უცხოური კომპანიების კუთვნილი ორი ხომალდი დაზიანდა. შედეგად, ნავთობპროდუქტებმა დნეპერში გაჟონა. ახლა გემის ეკიპაჟმა გაჟონვის ლოკალიზება მოახერხა“, – ნათქვამია ანგარიშში. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ჭურვმა ერთ-ერთ ხომალდს კორპუსი და საწვავის შესანახი ადგილი გაუნადგურა. შეგახსენებთ, უკრაინული ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს სამსახურში აღარ უშვებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც „როსატომთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობენ, სამსახურში აღარ უშვებენ. იმ ნაწილს კი, ვინც კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხელფასები შეუმცირეს. სადგურს საოკუპაციო ძალები გასული წლის მარტიდან აკონტროლებენ.

Read More »

აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ბიოსაწვავის პროექტებისთვის $118 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა ბიოსაწვავის წარმოების გაფართოებისთვის $100 მილიონზე მეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატური მიზნების მიღწევაზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სატრანსპორტო სექტორის მიერ გამოყოფილი სათბურის აირების მინიმუმამდე შემცირებაა. ენერგეტიკის დეპარტამენტი, ბიოსაწვავის წარმოების დასაჩქარებლად შექმნილი ჩვიდმეტი პროექტის დასაფინანსებლად, $118 მილიონს გამოყოფს. ცნობისთვის, ბიოსაწვავის დამზადება ბიომასისგან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან, სოიას ზეთისა და ცხოველური ცხიმებისგან არის შესაძლებელი. უკანასკნელი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2023 წლის 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.66  (-  0.81)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.68   (-   1.33)  დოლარი/ბარელზე.

Read More »