Author Archives: admin

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 429.6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,808  მილიონი ბარელით  და შეადგინა  213,0  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  4,1  მილიონი ბარელით და შეადგინა  116,0 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,0 ...

Read More »

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის $68 მილიარდის მოცულობის სესხებს უზრუნველყოფს

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის სესხების უზრუნველყოფას გეგმავს იმ ფონდიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალთან გასამკლავებლად კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა. სახელმწიფო განვითარების ბანკ KfW-ის ზედამხედველობით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 67 მილიარდი ევრო ($67.9 მილიარდი) იქნება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ ენერგიის მიწოდების შემცირების შემდგომ, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრში მოექცა. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ახალი გეგმის დამტკიცებას განიხილავს იმ ენერგოკომპანიების დასახმარებლად, ...

Read More »

„კლიმატის ცვლილება მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“

საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მემორანდუმს, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ხოლო იაპონიის სახელით, საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს იაპონიის მთავრობის მიერ, წლების განმავლობაში, როგორც სოფლის ...

Read More »

რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა მისმა ვადამ 2023 წლის მარტამდე გადაიწია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რიგით მე-4 შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება ვერ განხორციელდა და გარკვეული ვადით გადაიდო. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა, სისტემა სრულად მზადყოფნაშია, თუმცა ამ ეტაპზე ბირჟის ამოქმედებას ობიექტურმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი, კერძოდ, რეგიონში არსებულმა არასახარბიელო ...

Read More »

უკრაინაში კრივოი როგის რაიონში რუსეთის მიერ კაშხლის დაბომბვის გამო, ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინის კრივოი როგის რაიონში რუსეთის მიერ კაშხლის დაბომბვის გამო, ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, კაშხლის დაბომბვის შედეგად, მდინარე ინგულეცზე წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კაშხალზე იერიში რუსმა სამხედროებმა რვა ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჰიდროტექნიკურ კონსტრუქციებზე სარაკეტო თავდასხმები კრივოი როგის დატბორვის მცდელობაა. კიევში ვარაუდობენ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის კაშხლის დაბომბვით, რუსეთს სურდა სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის თავიდან აცილება.

Read More »

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების პერსპექტივა საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანში

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში დაცულ მასალებზე დაყრდნობით ქვეყნდება ანალიზი, რომელიც ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ყაზახური ნავთობის, როგორც დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალებისა და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური შემადგენელის შესახებ მოგვითხრობს. ანალიზში ასევე დეტალურადაა ნაჩვენები ყაზახეთის ნავთობის მიწოდების არსებული მარშრუტები (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კავკასია): დღევანდელი გლობალური პროცესები და რეგიონში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება შანსს აძლევს საქართველოს გამოიყენოს მისი ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, კაციტაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, გულიას, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას (ანწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), არტურ ლაისტის, ხეივანის, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  14 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.05 (+0.88)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.38 (+1.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ შიშობს, რომ ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს – CNN

მიუხედავად კრემლის მცდელობისა, გამოიყენოს ენერგია იარაღად და დაარღვიოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად, აშშ მოუწოდებს ევროპას, დარჩეს ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაში. ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ რუსეთის შეჭრით გამოწვეული ენერგიის ხარჯების სწრაფი ზრდის ფონზე, ევროპაში რუსეთზე სანქციების ზეწოლის მხარდაჭერა შეიძლება, შემცირდეს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შორის ...

Read More »

ევროკავშირმა გაზის საცავები 84%-ით შეავსო

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის საცავები უკვე 84%-ით არის სავსე. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა. “რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება გაცილებით ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება მთელ ევროპაში. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ შენახვაზე. ახლა 84%-ზე ვართ, ჩვენი მიზნის შესრულებას ვახერხებთ,” – თქვა მან. მაგრამ, მისი თქმით, “სამწუხაროდ, ეს საკმარისი ...

Read More »