Author Archives: admin

„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში

2022 წლის იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ჯგუფების ნაწილისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტარიფი მცირედით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ სემეკზე დაყრდნობით აქვეყნებს. 1000 კვტსთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 20 თეთრს იხდის, 1000-დან 2500 კვტსთ-მდე 22 თეთრს, 2500-დან 5000კვტსთ-მდე 25 თეთრს, 5000-დან 15 000-მდე 26 თეთრს, ხოლო 15000 კვტსთ-ზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში 25 თეთრს. რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასებს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, აქ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  20 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.00  (+  0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.73  (+  0.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იწყება

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა. „სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში. სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის ...

Read More »

პირველი კლიმატური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სათბური აირების ემისიის გამო

უზენაეს სასამართლოში აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი კლიმატური სარჩელი შეიტანეს. მომჩივანი მხარე სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც აუცილებელია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად. საჩივრის ავტორებს შორის ორი ორგანიზაცია Ekozashita (ეკოთავდაცვა) და „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფია“, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის უძველესი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების მიერ დაარსდა. მათთან ერთად დამატებით თვრამეტი პირია იმ სარჩელის ...

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებას გაყიდვაში გამოაქვს კიდევ 10 მილიონი ბარელი ნავთობი მისი სტრატეგიული მარაგებიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნული მარაგებიდან  1 მილიონი ბარელი ნავთობის/დღე-ღამეში გამოთავისუფლების  შესახებ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საყრდნობით, იუწყება “მავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს გააკეთა განცხადება ნოემბერში სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მილიონ ბარელამდე ნავთობის გაყიდვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა 31 მარტს განაცხადა, ...

Read More »

აზერბაიჯანი წელს ევრო-5-ის დიზელს, მომავალ წელს კი ბენზინს აწარმოებს

აზერბაიჯანში წელს ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავის, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალში EURO-5 ბენზინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ემილ ალხასლიმ განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს. მისი თქმით, ქარხნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2026 წლამდე გაგრძელდება, ხოლო პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. ემი ალხასლი ამბობს, რომ ...

Read More »

“ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს”

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს და ევროპას დააზარალებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მერვე პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომებზე მინიშნება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგორესურსების მიწოდების კრიზისს“, – ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებაში.

Read More »

აგვისტოში ნავთობპროდუქტების მთლიანი იმპორტის 54% რუსეთზე მოდის

აგვისტოში საქართველოში $153.9 მლნ-ის 138.6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 9.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აგვისტო – $87.1 მლნ-ის 126.8 ათასი ტ). იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. თუ შარშან აგვისტოში 1 ლიტრი საშუალოდ 0.69 დოლარი ღირდა, წელს აგვისტოში საშუალო ფასი 1.11 დოლარია. აგვისტოს ...

Read More »

ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით შეიძენს

ორი თვის წინ თეირანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანიდან მილსადენებით შემოიტანს. ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ირანი რუსეთისგან დღეში დაახლოებით 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის და კიდევ 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სვოპის ხელშეკრულებით, ქვეყნის სამხრეთში მომხმარებლების მიწოდების მიზნით. ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასა (NIOC) და რუსეთის „გაზპრომს“ შორის ($40 მილიარდის მოცულობის) ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ირანმა უკვე გააფორმა ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 90%-ზე მეტით შეავსო

გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაჩერების მიუხედავად, გერმანიამ გაზსაცავები 90%-ით შეავსო. ამის შესახებ Deutschlandfunk-ი ევროპის საცავების ოპერატორებზე დაყრდნობით წერს. გერმანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, 1-ელი ნოემბრისთვის საცავები, სულ მცირე, 95%-მდე უნდა გაივსოს. აღნიშნული მოცულობები იანვარ-თებერვლის სტანდარტული მოხმარების მოცულობას შეესაბამება. სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ – რაც რუსულმა “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკადი” მთლიანად გააჩერა, გერმანია გაზს ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იღებს. როგორც ცნობილია, ბერლინი გაზის მიწოდებასთან ...

Read More »