Author Archives: admin

OPEC+ ნავთობის მოპოვების შესამცირებლად ემზადება

OPEC და ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ორგანიზაციას, განიხილავენ ნავთობის მოპოვების შემცირებას დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტით. ცნობილია, რომ მწარმოებელ ქვეყნებს ეშინიათ ბაზარზე ჭარბი მიწოდების ფორმირების გამო, როგორც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, ისე განვითარებადი ქვეყნების რეცესიაში გადასვლის გამო. ამ შეტყობინებების შემდეგ აზიურ ვაჭრობაში ნავთობი 2,7%-ით გაძვირდა, Brent-ი ბარელზე 87,4 დოლარად იყიდება. წყარო: bfm.ge

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

4 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ცაგერის, დები იშხნელების, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კოსტავას, კანდელაკის, შარტავას, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ცაგარელის, იოსებიძის, გაგარინის, ნუცუბიძის, დუდუ დადიანის, გურიელის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა- ფშაველას VI კვარტლის ...

Read More »

შარლ მიშელი – უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე

რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის ...

Read More »

დავით ნარმანია აწსუს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სემეკსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და  მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივად მიღწეულ შედეგებს. ღონისძიების მონაწილეებისათვის დავით ნარმანიამ წარადგინა მოხსენება ენერგეტიკული ბაზრების შესახებ. მან ისაუბრა საქართველოში ელექტროენერგეტიკის ბაზრის კონცეფციაზე, კონკურენციის ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო“ – ნიკო ლანგი

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ არტილერიაში გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს. მისი თქმით, თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია. „გერმანია ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.30 (+2.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.60 (+2.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

ავსტრალიის სანაპიროზე მალე ათობით ქარის გიგანტურ ფერმას ვიხილავთ

ავსტრალიის სანაპიროზე მალე ათობით ქარის გიგანტურ ფერმას ვიხილავთ. ოფშორული ქარის ტურბინები სიდნეის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე, ჰარბორის ხიდზე თითქმის ორჯერ მაღალი იქნება. ავსტრალიის მთავრობამ უკვე დაასახელა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის შესაბამისი 6 ლოკაცია. ტურბინები კონტინენტის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამ სანაპირო ქალაქთან (გიპსლენდი, ვოლოგონგი და ნიუკასლი) აშენდება. მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 260 მეტრი იქნება, ხოლო ტურბინების ფრთების სიგრძე – 100 მეტრზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

სლოვენიის ხელისუფლება 430 მლნ ევროს გამოყოფს ქვეყანაში ენერგეტიკის ფასების ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად

სლოვენიის ხელისუფლება 430 მილიონ ევროს გამოყოფს ქვეყანაში ენერგორესურსების გაძვირების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შესარბილებლად, ჩვენ გამოვყავით დამატებით 340 მილიონი ევრო საბიუჯეტო რეზერვიდან ფერმერების, ეკონომიკისა და ხალხის დასახმარებლად. კიდევ 90 მილიონი მოხმარდება ხელფასების დარეგულირებას საჯარო სექტორში“, – ნათქვამია განცხადებაში. წყარო: commersant.ge

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 430,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.   ბენზინის მარაგები  შემცირდა 2,41  მილიონი ბარელით  და შეადგინა  212,2 მლნ ბარელი.   დისტილატების მარაგები  შემცირდა  2,9 მილიონი ბარელით და შეადგინა  114.4 მლნ ბარელი.   ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) წყალბადის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო წყალბადის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც არსებულ ტენდენციებსა და მომავალ პერსპექტივებს აანალიზებს. წყალბადზე მოთხოვნამ 2021 წელს 94 მილიონ ტონას მიაღწია, რაც პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს (91 მტ 2019 წელს) აღემატება. IEA პროგნოზების მიხედვით, არსებული პოლიტიკებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით, წყალბადზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 115 მილიონ ტონას მიაღწევს. 2021 წელს წყალბადზე მოთხოვნის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა წიაღისეული საწვავისგან წარმოებული წყალბადით, რაც იმას ...

Read More »