Author Archives: admin

SOKAR-ის პრეზიდენტი: სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის გაზის ექსპორტი გაორმაგდება

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, – განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

“„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა”

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, არბიტრაჟს მიმართა. ეკონიმიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაუსვა. „ენკამ“ [კონტრაქტის –რედ] შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. თუმცა ჩვენ კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ და გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში იმისთვის, რომ ეს ძალიან ...

Read More »

რა მოხდება, თუ ბიტკოინის ფასი ვარდნას განაგრძობს?

მსოფლიოში  თითქმის  ყველა  წამყვანი კრიპტო ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის  ღირებულება მცირდება cointelegraph – ის მონაცემებით ბიტკოინის ფასი 20 000 დოლარს  ჩამოსცდა. დღიური და ყოველკვირეული მონაცემებით BTC – ის ფასი გრძელვადიან დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, კრპტო ვალუტებზე, ფასების შემცირების  მთავარ მიზეზად  აშშ-ს ფედერალური სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რაც მონეტარული პოლიტიკის  გამკაცრებას არ გულისხმობს . თუ პროცესი გაგრძელდება, შესაძლოა საფრთხე შეექმნება სხვადასხვა პროექტებს ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მიიღო მონაწილეობა და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიას უხელმძღვანელა. ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის განვითარების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და სესიის მონაწილეებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის” 5 ...

Read More »

Eviation-ის სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა

Eviation-ის პროტოტიპულმა სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა, სახელწოდებით Alice-მა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. აღნიშნული ფრენა რვა წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თვითმფრინავი ერთი კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. სატესტო ფრენის მთავარ მიზანს თვითმფრინავის დიზაინისა და აგებულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება წარმოადგენდა – ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ Eviation-ის ეს კონკრეტული თვითმფრინავი, რომელიც სრულად ელექტრიფიცირებულია და ცხრა მგზავრს ...

Read More »

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით, ახალი, ეგრეთ წოდებული, ლიდერ პროგრამა მომზადდა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელს ითვალისწინებს და გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, მათ მიერ შერჩეული ...

Read More »

გერმანია ენერგორესურსებზე ფასების ზრდისგან დასაცავად 200 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერალური მთავრობა ქმნის მექანიზმს, რომელიც ენერგეტიკაზე მაღალი ფასების პირობებში მოქალაქეებისა და ბიზნესის ფინანსურ ტვირთის შეამსუბუქებს. შექმნილი. პროექტის მიხედვით, ფინანსთა ფედერალურმა სამინისტრომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონდისთვის (WSF) 200 მილიარდი ევროს სესხის აღების ნებართვა უნდა მიიღოს. ინფორმაციას dpa ავრცელებს. WSF-ის სახსრებს დაგეგმილი გაზის ფასების ლიმიტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, ასევე ფინანსურად მძიმე ვითარებაში მყოფი ენერგორესურსების მიმწოდებლების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის ქმედებებმა აიძულა გაზი უფრო მაღალი ...

Read More »

რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა

რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა, რის შედეგადაც სადგურს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავტომატურ რეჟიმში ჩაირთო დიზელ-გენერატორების სისტემა. კომპანიაშია აცხადებენ, რომ დიზელის არსებული მარაგები ამ რეჟიმში მუშაობისას 10 დღეში ამოიწურება. 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ...

Read More »

მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია, კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის ბრძოლის სურვილზე – სვირიდენკო

ევროკავშირის მიერ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა, კრიტიკული გავლენა იქონიოს რუსეთის შემდგომი ბრძოლის სურვილზე. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა. „ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი შეიცავს ბევრ ნაწილობრივ შეზღუდვას. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ სრულად შემოსაღებად. დიახ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პრინციპული შეთანხმებებისა და იმპლემენტაციის კუთხით, რაც ნავთობის „ფასის დაჭერას“ გულისხმობს. ამავდროულად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საკითხში შემდგომ ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ქვეყანაში საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფებას ელიან

საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ჩვენი ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანას გააჩნია საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. „გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი. რაც შეეხება ბაზრის საერთო მდგომარეობას – ჩვენი კომპანიების სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ ...

Read More »