Author Archives: admin

ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა, საიდანაც გაზი ევროპას მიეწოდება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია, საიდანაც შემდეგ გაზი ევროპას მიეწოდება, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით თრაკიას რეგიონია. ერდოღანის თქმით, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული. გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ინიციატივის შესახებ გუშინ, ასტანაში ერდოღანთან გამართულ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესი მიღწეულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ რაფაელ გროსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩავედი პოლონეთში ღამის მატარებლით უკრაინიდან, რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ. ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას – სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ...

Read More »

მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის საბადოდან, სადაც შარშან “ოკეანე იწვოდა”, დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს

მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის საბადოდან დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შარშან “ოკეანე იწვოდა” — მიწისქვეშა მილსადენის გახეთქვის შედეგად წყალში ცეცხლი გაჩნდა, მოვლენის ამსახველი კადრები კი ინტერნეტში გავრცელდა. Reuters-ის უწყების მიხედვით, აგვისტოში, 24 დღის განმავლობაში, Ku-Maloob-Zaap-იდან ატმოსფეროში დაახლოებით 44,064 ტონა მეთანი გამოიყო. გარემოსდაცვით სააგენტოს (EPA) თუ დავეყრდნობით, ეს 3.7 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაჟონვას უდრის, დაახლოებით იმავე რაოდენობას, რასაც 719,926 სახლი ერთად ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.41 (+2.02)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.23 (+1.96)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ელექტროფიცირებული ავტომობილების გლობალურ ბაზარზე სრულ უფრო მოთხოვნადი ხდება

ელექტროფიცირებული ავტომობილების გლობალურ ბაზარზე სრულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ამას მოწმობს 2022 წლის პირველი ნახევრის გაყიდვების შესახებ დღეს გავრცელებული ოფიციალური მონაცემები. პორტალ EV volumes-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4,3 მლნ ელექტრომობილი და ჰირბიდია გაყიდული, რაც 62%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ცნობით, ზრდის დრაივერია ჩინეთი, სადაც 113%-იანი მატება დაფიქსირდა. აშშ-სა და კანადაში გაყიდვები 49%-ით, ხოლო ევროპაში მხოლოდ +9%-ით გაიზარდა, ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით და ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა. მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ამ ეტაპზე აღდგენილია. შპს “საქართველოს გაზის ...

Read More »

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემაზე მიიტანოს იერიში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2 აამოქმედოს. “მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

საფრანგეთმა გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

საფრანგეთმა ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, გაზის მიწოდება ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი მილსადენით, ზაარის ფედერალური მიწის გავლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივი აირის ფრანგული ოპერატორი GRTGaz ავრცელებს. “უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ახალ ენერგეტიკულ სიტუაციაში, საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს გერმანელ მეზობელს და უშუალოდ მას გაზით ამარაგებს”, – ნათქვამია განცხადებაში. პირველ ეტაპზე გერმანია საფრანგეთიდან ყოველდღიურად საათში 31 ...

Read More »

რუსეთს ერთ თვეში, ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი $3,2 მილიარდით შეუმცირდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება. ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ...

Read More »

ჩეხეთში ენერგოკრიზისით გამოწვეულ ფასების ზრდას აპროტესტებენ

ათიათასობით ჩეხი პრაღის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ. ჩეხეთში წლიური ინფლაციამ 17%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ზრდა ძირითადად ენერგოკრიზისმა გამოიწვია. ქვეყანაში ელექტროენერგიასა და გაზზე ფასები მკვეთრადაა მომატებული. დეზიდერს თვეში მხოლოდ 500 ევრო აქვს პენსია. ის მომავალ ზამთარსა და გათბობის მაღალი გადასახადზე ღელავს. “გვეშინია. და მხოლოდ მე არ ვარ შეშინებული. მოსახლეობის ნახევარია ასე. ...

Read More »