Author Archives: admin

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ინსპექტორები შეეცდებიან, მიაკვლიონ ნებისმიერი სახის ბირთვული საქმიანობისა და მასალის კვალს, რომლის შესახებაც უკრაინამ ინფორმაცია დამალა და შეიძლება, იყოს დაკავშირებული ე.წ. ბინძური ბომბის მომზადებასთან. „როგორც კი ჩვენი შემოწმება დასრულდება, ჩვენს შედეგებს შევაფასებთ და მათ შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებთ ისე, როგორც მიღებული პრაქტიკა ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

„ესტონური გაზი“ (Eesti Gaas) კერძო მომხმარებლებისთვის გაზის ფასს 35%-ით ამცირებს

ესტონური გაზის (Eesti Gaas) საბჭოს თავმჯდომარემ, მარგუს კაასიკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2022 წლის დეკემბრიდან Eesti Gaas 35%-ით შეამცირებს მოქნილი პაკეტის ფასს კერძო მომხმარებლებისთვის. ესტონეთის სახელმწიფო ტელე და რადიო მაუწყებლობის ახალი ამბების პორტალი ERR-ის ცნობით, გადაწყვეტილება აიხსნება მსოფლიო ბაზარზე ფასების შესამჩნევი კლებით, რასაც ხელი შეუწყო თბილმა ამინდმა, ევროკავშირში გაზის საცავების შევსებამ და გაზის მოხმარების შემცირებამ. „ახლა ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს ...

Read More »

ზელენსკი: ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ

ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „რთული დღეა. ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ. მთავარია გულში სინათლე შევინარჩუნოთ. ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი. დარწმუნებული ვარ, ყველა უკრაინელისთვის მთავარი ...

Read More »

საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე მოდის – სად და რა მოცულობის საწვავი ვიყიდეთ

წელს 9 თვეში საქართველომ 998,138 ტონა (1,021 მლრდ აშშ დოლარის) ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 939,224 ტონა ( 576,505 მლნ აშშ დოლარის). საქსტატის მონაცემებით, წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე – 434 716 ტონა (430,870 მლნ აშშ დოლარი), 5,8% აზერბაიჯანზე – 58 656 ტონა (50,621მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2,9% თურქეთზე – 29 850 ტონა (36,178 ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

28 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კუტუზოვის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,67 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები “პათოლოგიური მატყუარები არიან”, სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

გადავსებული გაზსაცავების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურს შემცირებას განაგრძობს

გადავსებული გაზსაცავების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 020,1 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს ...

Read More »

ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა. „რუსმა ტერორისტებმა ისეთი რთული პირობები შეუქმნეს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ევროპაში უბრალოდ არავის უნახავს და არ შეხვედრია. არ ყოფილა ისეთი საფრთხეები, რომელიც ახლა ჩვენი სპეციალისტები იძულებულნი არიან დაძლიონ. უკრაინის ბევრ ქალაქსა და რეგიონში ხდება ელექტროენერგიის მიწოდების ავარიული გათიშვა. გვიწევს ენერგიის მოხმარების შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ...

Read More »

ნავთობის ფასი უნიშვნელოდ გაიზარდა

2022 წლის  27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.69 (+  2,17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.91  (+  2.59)  დოლარი/ბარელზე.

Read More »