Author Archives: admin

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, რუსეთი წააგებს ენერგეტიკულ ბრძოლას, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. „უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 65%, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის 55% ევროპაზე მოდიოდა. ევროპა იყო ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი მყიდველი რუსეთისთვის და რუსეთმა ის სამუდამოდ დაკარგა“, – განუცხადა ბიროლმა Euronews-ს.

Read More »

ლაშა ხუციშვილი – შეთანხმებულები ვართ პრინციპებზე, რომლებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი. „ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებული მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ, კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით. ჩვენ ...

Read More »

დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სემეკის 2021 წლის ანგარიში წარადგინ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ დეპუტატებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები. კომიტეტმა სემეკი 2021 საქმიანობის ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა. სემეკის 2021 საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა  ISO 9001:2015 ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში – რას უნდა ველოდოთ

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი და სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ძირითად გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს და დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებს: „ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ენერგეტიკული ზამთარი დაიწყო, რომელსაც, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, მომხმარებლები შიშით ელოდებოდნენ. კრიზისი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, თუმცა, დიდწილად, რუსეთთან ენერგეტიკული სიახლოვის შედეგია, რომელსაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ოსტპოლიტიკის ფარგლებში, გერმანიამ ჩაუყარა საფუძველი. ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც სამ წელიწადში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს

ინვესტორებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც სამი წლის განმავლობაში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა ჰესების მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „მოგეხსენებათ, რომ ომმა, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა, გამოაჩინა კიდევ ერთხელ ის სირთულეები, რომელიც ქვეყნებს და სახელმწიფოებს აქვთ, ეს არის ...

Read More »

საფრანგეთის საგარეო უწყება რუსეთის ბრალდებებს, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა მიიღო „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენსა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმებში, უსაფუძვლოს უწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა მიიღო ყირიმში, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენსა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმებში, უსაფუძვლოა. საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბრალდებები მოსკოვის სტრატეგიის ნაწილია, ყურადღება გადაიტანოს აგრესიულ ომში საკუთარი პასუხისმგებლობისგან, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე „ტერორისტული თავდასხმის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს

საკმაოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება აღნიშნულმა ბირჟამ. „ენერგეტიკული ბირჟის გადავადება მოხდა, თუმცა, ჩვენი სქემა ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟა უნდა არსებობდეს, ღია უნდა იყოს, საბაზრო პრინციპებით ...

Read More »

ამერიკული კომპანია პოლონეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ამერიკული კომპანია Westinghouse Electric პოლონეთში პირველი ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. აღნიშნული სიახლის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბირთვულ-ენერგეტიკული პროექტი Westinghouse Nuclear სანდო და უსაფრთხო ტექნოლოგიას გამოიყენებს“, – წერს მორავეცკი სოციალურ ქსელში. მან დაადასტურა გადაწყვეტილება ნახშირბადის მოხმარების შემცირებისა და ნახშირზე უარის თქმის შესახებ ქვეყანაში. Westinghouse კონკურენციას უწევდა კორეულ სახელმწიფო კომპანიას, Korea Hydro Nuclear Power-ს, რომელმაც განაცხადი აპრილში ...

Read More »

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგოდარის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილა ოკუპანტებმა დაიწყეს პროვოკაციებით. რუსების იერიშების გამო ქალაქის ნაწილიელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – წერს დიმიტრი ორლოვი ტელეგრამში. მერის ინფორმაციით, სპეციალური სამსხურები ენერგოინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებასა და ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ.

Read More »

რუსეთი: ბრიტანეთი ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა. აქამდე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება იმაზე, თუ ვინ იდგა ჩრდილოეთის ნაკადების გაზსადენების დაზიანების უკან, არ გაუვრცელებია. ასევე, რუსეთის მტკიცებით, 29 ოქტომბერს შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევის მომზადებაში მონაწილე უკრაინის 73-ე საზღვაო ოპერაციების სპეციალური ცენტრის სამხედრო მსახურების წვრთნა ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის დაზვერვის ცნობით, ორივე შემთხვევაში ...

Read More »