Author Archives: admin

მოლდოვა ენერგოკრიზისის ზღვარზე – „გაზპრომმა“ რესპუბლიკას გაზის მიწოდება 50%-ით შეუმცირა

მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ანდრეი სპინუს განცხადებით, “გაზპრომი” რესპუბლიკას ნოემბერში დღეში მხოლოდ 5,7 მილიონ კუბური მეტრ გაზს მიაწვდის, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული მოცულობის 51%-ია. ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიწოდებული რუსული გაზის მოცულობა შემდეგნაირად გადანაწილდება: მარჯვენა სანაპიროზე დღეში – 3,4 მლნ კუბური მეტრი, ხოლო მარცხენა სანაპიროზე 2,3 მლნ კუბური მეტრი. დნესტრისპირეთი ოქტომბერთან შედარებით 40%-ით ნაკლებ მოცულობას ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: შევიმუშავეთ ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა – როგორ შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას

ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, ინდუსტრიების განვითარება პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკასთან, მოხმარების ზრდასთან. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა ენერგეტიკის წახალისებისა და მხარდაჭერის სქემა – როგორ შეიძლება საქართველოში ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი -2022“ სიტყვით გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რიგით 27-ე საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის მიზანს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი მდგრადი განვითარების შესახებ რეგიონული დიალოგის გაძლიერება წარმოადგენდა. აგრეთვე, გლობალური ენერგეტიკული სისტემის უახლესი ტენდენციებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ...

Read More »

სემეკსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  სემეკის  წევრმა გიორგი ფანგანმა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ. მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივი ორგანიზება, კიბერუსაფრთხოების მდგრადობისა და ინფორმაციული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. მხარეები ითანამშრომლებენ კიბერუსაფრთხოების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო ...

Read More »

“ენგურჰესი” – ხიდი აფხაზეთთან

ენერგო რესურსები, ობიექტები და ზოგადად ენერგეტიკა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმრავლესობების მიზეზს ან მიზანს, ან სულაც საშუალებას წარმოადგენენ. ძალიან ხშირად კი – სამივეს ერთად. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, ენერგეტიკა ჩვეულებრივ მეთოდებთან ერთად, ინსტრუმენტალიზებულია და მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენება. რუსეთის უკრაინაში შეჭრით, კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ენერგეტიკული რესურსებისა და ობიექტების იარაღად გამოყენების პრაქტიკისა. სამწუხაროდ, აგრესორი ენერგეტიკული შანტაჟის ყველა ...

Read More »

ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, „ომისგან სარგებლის მიღება“ შეწყვიტონ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა მსხვილი ნავთობკომპანიები, რომლებიც დიდ შემოსავალს იღებენ მაშინ, როდესაც ინფლაციით დაზარალებული ამერიკელები ავტმობილების გასამართად მსხვილ თანხას იხდიან. ბაიდენის თქმით, ნავთობინდუსტრიამ არ ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. „სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95,77 (-  1.19)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85,90  (-  1.18)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ექსპერტების მიერ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს, თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით ჰიდროლოგიური გაზომვების და მონაცემების დამუშავების-ანალიზის მიმართულებით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ექსპერტების მიერ თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწავლება მიმდინარე პროექტის „ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკის და გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს (NVE) შორის: ...

Read More »

გერმანიაში რუსეთისგან გაზის შესყიდვის პირობა დაასახელეს

გერმანიამ უნდა განაახლოს გაზის შესყიდვა რუსეთიდან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ გერმანიის საქსონიის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრმა, მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, წერს Bild am Sonntag. „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აშშ-დან, ყატარიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილოეთ ზღვაში. და როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ კვლავ უნდა გამოვიყენოთ გაზი რუსეთიდან“, – ...

Read More »