Author Archives: admin

TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

თურქეთმა შესაძლოა, ახალი გაზსადენი ააშენოს

გაზის ჰაბის შექმნის ფარგლებში, თურქული ნაკადის გაფართოებისთვის, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი მილსადენი აშენდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ კალინმა განაცახდა. „ახლა ფუნქციონირებს „თურქული ნაკადი“, შესაძლოა, მისი გაძლერება და კიდევ ერთი გაზსადენის აშენება. ამის შემდეგ კი, შეიქმნება სრულიად ახალი ენერგეტიკული რუკა აღმოსავლეთიდან – დასავლეთისკენ, ჩრდილოთიდან-სამხრეთისკენ. ეს თუ მოხდება, მაშინ თურქეთი არ იქნება მხოლოდ გაზის სატრანზიტო ქვეყნა, არამედ აქ შესაძლებელი იქნება გაზის ...

Read More »

პატრუშევმა Nord Stream-ის აფეთქებებში ბრიტანეთი დაადანაშაულა

Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენების აფეთქებებში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ 3 ნოემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. ამის მტკიცებულება, მისი თქმით, არის ტექსტური შეტყობინება “ეს შესრულებულია”, რომელიც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა ლიზ ტრასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გაზსადენის აფეთქების შემდეგ მალევე გაუგზავნა. განცხადება მან მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრის დროს გააკეთა. რუსული საინფორმაციო სააგენტო ...

Read More »

პოლონეთის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის აშენებას იწყებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ამერიკული კომპანია Westinghouse 2033 წლისთვის, პოლონეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებას დაასრულებს. “ჩვენი დათვლით, პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარი იქნება” – აღნშინა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საინვესტიციო თანხა დიდია, თუმცა, ელექტროსადგურის მოქმედებაში შესვლის შემდეგ, თანხის დაზოგვა ელექტროენერგიის გამომუშავებით მოხდება. პოლონეთის ხელისუფლების სურვილია, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქვეყნის დამოკიდებულება ქვანახშირზე, რომელიც ახლა 70%-ს აღწევს და ასევე რუსულ ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. განცხადებაში საუბარია „რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის ნაკადის დეფიციტზე“. აჩიგვარას გადამცემ ხაზზე ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3115 ათასი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 3115 ათასი  ბარელით და შეადგინა 436,83 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1257 ათასი ბარელით  და შეადგინა  206,633 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  427 ათასი ბარელით და შეადგინა  106,784 მლნ ბარელი.

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

გაზის ჰაბის მოწყობისთვის კონკრეტული ადგილი უკვე შერჩეულია

თურქეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, გადაწყვეტს რუსული გაზის ჰაბის შექმნას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს. “ამ დროისთვის განიხილება თრაკიის რეგიონი”, – ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს თურქული მედია. ერდოღანმა აღნიშნა, რომ იქიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია,12 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-ის გაზსადენიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს. „Nord Stream-ის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა ...

Read More »

G7 და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

2022 წლის 3 ნოემბერს, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია პირობითად შეთანხმდნენ, რომ თვის ბოლოს რუსული ნავთობის ფიქსირებული ფასი დააწესონ – იუწყება Reuters. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და G7-ის ქვეყნების წარმომადგენლები რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს რუსეთიდან საზღვაო ნავთობის გადაზიდვის ფასის ზედა ლიმიტის დაწესებაზე. “კოალიცია შეთანხმდა, რომ ზედა ზღვარი იქნება ფიქსირებული ფასი, რომელიც რეგულარულად განიხილება და არა და ...

Read More »

უფრო იაფი, ვიდრე დღეს – რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ახალი ენერგოპროექტებიდან

ქვეყანაში ენერგოსექტორის განვითარება იგეგმება. კერძოდ, მთავრობა სულ მალე ენეგოპოექტების მხარდაჭერის გეგმას წარადგენს, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში, 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. რას გულისხმობს მთავრობის ინიციატივა და რა სარგებელის მოტანა შეუძლია ახალ პროექტებს მოსახლეობისთვის, ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ახალი მიდგომით, დროის გარკვეულ პერიოდებში, ინვესტორებს ფასთა სხვაობას ბიუჯეტი დაუფარავს, ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა

რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ბრძოლის ველზე დამარცხება და ამიტომ ცდილობს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხოს. „რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზის დილემა – ბაქოს ევროპისგან მილიარდობით დოლარი და მტკიცე გარანტიები სურს

2027 წლიდან აზერბაიჯანი მზად არის გააორმაგოს გაზის მიწოდება ევროპაში, რითაც „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მაგრამ ამისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალში არ იტყვის უარს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებებზე და არ დაუბრუნდება რუსეთიდან იაფი საწვავის შეძენას. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირსა და ...

Read More »