თურქეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, გადაწყვეტს რუსული გაზის ჰაბის შექმნას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს.
“ამ დროისთვის განიხილება თრაკიის რეგიონი”, – ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს თურქული მედია. ერდოღანმა აღნიშნა, რომ იქიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია,12 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-ის გაზსადენიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს.
„Nord Stream-ის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეგვიძლია გადავიტანოთ შავი ზღვის რეგიონში და გავხადოთ ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით ევროპაში ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, – განაცხადა მან.
არსებული გათვლებით გაზის ჰაბი შეიძლება გახდეს ევროპაში გაზის ფასის განსაზღვრის სხვა ცენტრების ალტერნატივა.
წყარო: commersant.ge