Author Archives: admin

ბაიდენი: გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას. ამის შესახებ ჯო ბაიდენა ეგვიპტეში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მასზე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. „კლიმატური კრიზისი ეხება კაცობრიობის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გარემოს უსაფრთხოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და თავად პლანეტის სიცოცხლეს. მე აქ ვდგავარ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი და ვაცხადებ, რომ აშშ შესრულებს ...

Read More »

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება განიხილა და მხარი დაუჭირა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2018-2021 წლებში საქართველომ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დონორებისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი 554 მლნ ევროს ოდენობით სესხი მიიღო. მისივე თქმით, 2021 წელს ორივე პარტნიორმა მხარი დაუჭირა პროგრამის კიდევ 2 წლის ვადით გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,11 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,96 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.67 (+  1.02)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.47  (+  0.64)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა. მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო ...

Read More »

დეკემბრიდან რუსეთში ნავთობის წარმოება დღეში 1.5 მლნ ბარელით შემცირდება

დეკემბერში, ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შედეგად, რუსეთში ნავთობის წარმოება, სავარაუდოდ, 14%-ით, 1.5-1.7 მლნ ბარელით შემცირდება ივნისი-ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების რუსულმა სააგენტომ, TASS-მა გაავრცელა. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოება OPEC-მაც შეამცირა ნოემბრისთვის, მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობის მოპოვების შემცირება უკუპროპორციულად იმოქმედებს ნავთობის ფასებზე და მათ ზრდას გამოიწვევს. ოქტომბერში რუსული ნავთობის დღიური წარმოება OPEC-ის კვოტას, 11 მილიონ ბარელს დღეში, 1.1 ...

Read More »

წელს აზერბაიჯანმა ევროპაში 9,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 9,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 6,9 მილიარდი შეადგინა, საქართველოში – 2 მილიარდი კუბური მეტრი. შაჰბაზოვმა აღნიშნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზის ექსპორტი 17,4 პროცენტით გაიზარდა.

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა მომავალი წლიდან გაიზრდება – დივერსიფიკაციის “საგზაო რუკა”

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა მომავალი წლიდან გაიზრდება, ყაზახეთმა მილსადენით მილიონ ნახევარი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება უკვე გააფორმა. ყაზახეთის პრემიერის თქმით, მუშავდება მისი შემდგომი, დაახლოებით ექვს მილიონ ნახევარ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობაც. ყაზახეთი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სპეციალური „საგზაო რუკის“ შექმნაზეც აცხადებს – ეს არის ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება აქტაუს პორტით ბაქოს პორტამდე, იქიდან კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მიმართულებით, სადაც, ყაზახეთი საპორტო ტერმინალს ფლობს.

Read More »

ევროპაში გაზის მოხმარება 22%-ით მცირდება

ევროპაში გაზის მოხმარება 22%-ით მცირდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. შემცირების მიზეზი გაზის ეკონომიაა. ყველაზე დიდი დანაზოგი გააკეთეს მოსახლეობამ, ბიზნესმა და მცირე ინდუსტრიულმა მომხმარებლებმა. მოხმარების შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი გასული თვის მზიანი დღეები იყო, რამაც გარკვეული შვება მისცა ზამთრის წინ დაძაბულ მოსახლეობას. მთავრობები სთხოვენ მომხმარებლებს, რომ შეამცირონ გაზის მოხმარება. ,,შემოდგომის ზომიერმა ტემპერატურამ ხელი შეუწყო საწვავის დაზოგვას, მაგრამ ელექტროსადგურები აგრძელებენ მზარდი რაოდენობის ...

Read More »