Author Archives: admin

რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის 2 ატომურ ელექტროსადგურს

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 15 ნოემბერს განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად, ხმელნიცკის ატომურმა ელექტროსადგურმა კავშირი დაკარგა ყველა ელექტროგადამცემ ხაზთან და სადგურის ორი რეაქტორი გამოირთო. 16 ნოემბერს ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურს ენერგომომარაგება აღუდგა ორი სარეზერვო ხაზით. ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს

აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდანიგეგმება. გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,2%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს. იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნედლეულის 78,8% გადაიქაჩა. ამ მილსადენის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 4.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამჟამად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოთა ბლოკის ნავთობისა და ...

Read More »

საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი 2021–ში 4,5 პპ–ით გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის 65% ჰიდროენერგიაზე მოდიოდა, ხოლო 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 4,5 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 69,5%-ს მიაღწია. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%–ის ათვისება ხდება დღეს ჰიდროელექტროგენერაციისთვის. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) თავის ფბ–გვერდზე იმ 5 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა ელექტროგენერაციაში 90%–ზე მეტი უკავია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას: 2020 წლის მონაცემებით, ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

რა მოლოდინებია და როგორ ხვდება ენერგეტიკის სექტორი CFD მექანიზმს

მთავრობა ენერგეტიკის სექტორის ახალ მხარდამჭერ მექანიზმს აამოქმედებს, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა CFD მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა, რომ მომდევნო სამ წელიწადში  ქვეყანაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, მან ასევე თქვა, რომ ახალი მექანიზმი იქნება ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები წახალისდეს. მანამდე  მოქმედი  ე.წ.  PPA მექანიზმი მთავრობამ სავალუტო ფონდის რეკომენდაციის  საფუძველზე 2017 წელს შეაჩერა, გამოცხადდა მორატორიუმი, შემდეგ მექანიზმის აღდგენა, ან ...

Read More »

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გააცნო. დოკუმენტი კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს მოიცავს. მასში ასახულია 2021 წელს გაზისა და ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისიას, 2021 წელს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა. „რამდენიმე თვის განმავლობაში ...

Read More »

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 5,3%-ით გაიზარდა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის ათ თვეში საქართველოში 11 მილიარდ 999 მილიონ 100 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-ოქტომბერთან შედარებით გაზრდილია 16,9%-ით. თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა (2 200,5 მლნ კვტსთ) 52,2%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის (9 726 მლნ კვტსთ) 11,2%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის (72,7 მლნ კვტსთ) კი 0,8%-ით. ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დავით კვაჭანტირაძის, ბოგდან ხმელნიცკის და პაატა ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ინტერნატის, სამღერეთის, ფილიას, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ...

Read More »

ახალი გადამუშავების პროცესი პლასტმასას უკეთ უტილიზაციის საშუალებას იძლევა

პლასტმასას ნარჩენების დაგროვება ოკეანეებში, ნიადაგსა და ჩვენს სხეულებშიც კი ჩვენი დროის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა: დღესდღეობით პლასტმასას 5 მილიარდ ტონაზე მეტია გადაყრილი. იმის მიუხედავად, რომ პლასტმასას გადამუშავების ეფექტური მეთოდების შემუშავებისთვის ბევრი ძალისხმევა გაიღო, ამ ფერადი მასალის გამოყენება კვლავინდებურად სერიოზულ პრობლემად რჩება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ტიპის პლასტმასა გვაქვს, ხოლო მისი გადამუშავება იმ მდგომარეობამდე, როდესაც შესაძლებელი გახდება მისგან ახალი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.86 (+  0.72)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.92  (+  1.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »