საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის ათ თვეში საქართველოში 11 მილიარდ 999 მილიონ 100 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-ოქტომბერთან შედარებით გაზრდილია 16,9%-ით. თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა (2 200,5 მლნ კვტსთ) 52,2%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის (9 726 მლნ კვტსთ) 11,2%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის (72,7 მლნ კვტსთ) კი 0,8%-ით.
თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან გამომუშავებაში 14,1%-დან 18,3%-მდეა გაზრდილი.
მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის (11 795, 3 მლნ კვტსთ) ზრდამ იანვარ-ოქტომბერში 5,3% შეადგინა.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 1 260,4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელ იანვარ-ოქტომბერთან შედარებით (1 724, 468) 26,9% -ით ნაკლები.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 971 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელთან შედარებით 154%-ით მეტი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემდეგმა ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს:
ენგურჰესი – 3 505 მლნ კვტსთ
ვარციხე ჰესი – 751,4 მლნ კვტსთ
ვარდნილჰესი – 702,8 მლნ კვტსთ
დარიალ ჰესი – 433,6 მლნ კვტსთ
შუახევი ჰესი – 360,1 მლნ კვტსთ
ლაჯანურჰესი – 347 მლნ კვტსთ
ფარავანჰესი – 308,4 მლნ კვტსთ
ხრამჰესი 2 – 269,1 მლნ კვტსთ
ჟინვალჰესი – 268 მლნ კვტსთ
გუმათჰესი – 261,2 მლნ კვტსთ
დამოუკიდებლობის წლებში აშენებული სეზონური ელექტროსადგურების მიერ 2021 და 2022 წლების იანვარ-ოქტომბერში გამომუშავებულია (მლნ კვტსთ):
დარიალჰესი – 461,3 → 433,6
შუახევი ჰესი – 235,7 → 360,1
ფარავანჰესი – 292,5 → 308,4
ხელვაჩაური ჰესი 1 – 141,5 → 178,4
ხადორჰესი – 112,6 → 106,7
მესტიაჭალა ჰესი – 99,8 → 103,7
ოლდ ენერჯიჰესი – 67,9 → 103,7
კირნათი ჰესი – 68,4 → 90,5
ლარსი ჰესი – 66,3 → 69,9
ბიტკოინმომპოვებელი ოთხი მსხვილი კომპანიის („ბი ეფ დი სი”, „აითილები”, „დატაჰაბი” და „ჯეომეინთენანსი”) მიერ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში მოხმარებულია 346,7 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელზე (460,1 მლნ კვტსთ) 24,6%-ით ნაკლები
წყარო: ipress.ge