Author Archives: admin

„თელასი“ მოსახლეობას მიმართავს

ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, „თელასი“ მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით „თელასი“ განცხადებას ავრცელებს. „საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის, გაშიშვლებული კაბელის, სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ თხოვს მოსახლეობას შეატყობინონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) ...

Read More »

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, წელს ევროპის ქალაქები საახალწლო განათებებით არ მოირთვება

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ევროპის ქალაქები, მათ შორის ჰელსინკი, ლისაბონი და ლონდონი ქუჩების საახალწლო განათებებით მორთვაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებამ ევროპის ქვეყნებში რუსეთიდან ენერგომიწოდება შეამცირა. ამ მიზეზით, სახელმწიფოები მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ. საახალწლო განათებებზე უარის თქმის მთავარ მიზნად სწორედ ენერგიის მოხმარების შემცირება დასახელდა. ევროპის სავაჭრო ცენტრებში ღელავენ, რომ ეს ფაქტორები საახალწლო დეკორაციების მოთხოვნაზეც აისახება. არსებული გარემოების შესაბამისად, ისინი ინტერიერის ...

Read More »

დღეს ელექტროენერგია უკრაინის ყველა რეგიონში გაითიშება

21 ნოემბერს “Укрэнерго”-მ Telegram-ზე დაწერა, რომ 22 ნოემბერს უკრაინაში ელექტროენერგია გეგმიურად გაითიშება”. “22 ნოემბერს, 00.00 საათიდან 24.00 საათამდე, უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია გეგმიურად გაითიშება. უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი სარაკეტო დარტყმის ექვსი ტალღის შემდეგ და ვერ ფუნქციონირებს სრული სიმძლავრით”. – ნათქვამია განცხადებაში. “Укрэнерго”-მ აღნიშნა, რომ ენერგეტიკოსები “აგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას, რათა აღადგინონ მდგრადი ენერგომომარაგება უკრაინელების სახლებში”. ოქტომბრის დასაწყისიდან რუსი ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

შაჰ-დენიზიდან შარშანდელზე 18,8%-ით მეტი გაზი გადაიქაჩა

შაჰ-დენიზის საბადოდან, საიდანაც გაზის ექსპორტი საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში, კერძოდ, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ხდება, იანვარ-ოქტომბერში გადაქაჩული გაზის მოცულობამ 17 697 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18,8%-ით მეტია. აზებაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებს „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 53,8% შეადგინა. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში ამ მაგისტრალური ...

Read More »

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 ნოემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, ბახტრიონის, დემეტრე თავდადებულის, შარტავას, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის და ალექსიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

ნავთობის ფასი ორთვიან მინიმუმზეა

2022 წლის 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.62 (- 2.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.08 (- 1.56)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს აგრძელებდა

რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში ნავთობის მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ნავთობი შემოიტანა, იუწყება The Times. მაისში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა რუსული გემი Maner III, რომლის საცავებში იყო თითქმის 200 000 ბარელი ნავთობი. 5 დღის შემდეგ ტანკერი ბერძნულ გემ „მარინოულასთან“ დადგა, სადაც მთელი ნავთობის ამოტუმბავს 36 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ ბერძნული ტანკერი ბრიტანულ ლინკოლნშირში გაემგზავრა. 6 ივნისს კი პორტმა ...

Read More »

„როსატომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა

რუსული კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა. ამის შესახებ ალექსეი ლიხაჩევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს. „დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები“, – განაცხადა ლიხაჩევმა. მანამდე, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური ...

Read More »

შმიგალი: უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 8.5 ათასი გენერატორი შემოდის

უკრაინის ენერგოსისტემა რუსი ოკუპანტების ახალი თავდასხმებისთვის ემზადება, წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ფეისბუქზე 20 ნოემბერს. “უკრაინის ენერგოსისტემა ახალი თავდასხმების ქვეშაა. ამიტომ მთავრობა ემზადება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის”, – წერს ის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაააქტიურებს ენერგოწარმომქმნელი ობიექტების იმპორტს. “თითოეულ უკრაინელს შეუძლია გენერატორის ან დამტენი სადგურის შემოტანა საზღვარგარეთიდან გადასახადისა და დღგ-ს გადახდის გარეშე. დაახლოებით 8500 გენერატორის კომპლექტი შემოდის დღეში”, – თქვა ...

Read More »
ნენსკრა ჰესს მწვანე შუქი აუნთეს, რიგში - ხუდონ ჰესია

კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას – ლევან დავითაშვილი ნენსკრა ჰესის ინვესტორზე

მთავრობა კომპანია K-WATER-ს 2022 წლის ბოლომდე აძლევს ვადას, “ნენსკრა-ჰესთან” დაკავშირებით განახლებულ პირობებს დათანმხდეს და პროექტის განხორციელება გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუქმება იგეგმება. “სამწუხაროდ, “ნენსკრა-ჰესის” პროექტი თავის ვადებში ვერ შესრულდა, ინვესტორმა კომპანიამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვალდებულებები ვერ შეასრულა. K-WATER-ს წლის დასაწყისიდან კიდევ ერთი შანსი მივეცით. დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, განვაახლეთ პირობები. სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სრული უფლება, მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, ...

Read More »