Author Archives: admin

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს ისევ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ

უკრაინაში გრძელდება ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული დარტყმებით გამოწვეული ენერგოკრიზისი. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს ქვეყნის ყველა რეგიონში ისევ იქნება ელექტროენერგიის ე.წ. გეგმური გათიშვა. კომპანიის განცხადებით, სარაკეტო დარტყმების 6 ტალღის შემდეგ, უკრაინის ენერგოსისტემა სრულად ჯერ კიდევ ვერ აღდგა და მთელი დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხანდელი ვიდეომიმართვისას უკრაინის მოქალაქეებს და ბიზნესს კიდევ ერთხელ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ. ზელენსკის ...

Read More »

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის”, – თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასებს დაარეგულირებს

გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროკავშირმა შეიმუშავა გაზის ბაზრის კორექციის საგანგებო მექანიზმი. ეს მექანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქეები და ევროკავშირის ეკონომიკა ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასებისგან. ინოვაცია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა 22 ნოემბერს, სტრასბურგში წარადგინა. ევროკომისიის წინადადებით, მექანიზმი ამოქმედდება ერთდროულად ორ ვითარებაში. პირველი არის ფიუჩერსების ფასის ზრდა მომდევნო თვისთვის 275 ევრომდე მეგავატ საათში ორი კვირის განმავლობაში (TTF გაზის ინდექსის ...

Read More »

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული კომპანია „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, რუსულმა კომპანიამ უკრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილო გაზის გაუჩინარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას შეამცირებს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების შემდეგ, ევროპა რუსეთიდან ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს სწორედ უკრაინის გავლით იღებს. ამავე გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება მოლდოვასაც. რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შემუშავება დაიწყეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვინაიდან ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, საქართველომ პარტნორებთან ერთად დაიწყო მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. „საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი „აგრი“ ჯერ კიდევ 2015 წელს, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით, ისე რომ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და ...

Read More »

ნიკოლოზ ანთიძე: “მნიშვნელოვანია აფხაზური მხარე დარწმუნდეს “ენგური ატრაქციის” წარმატებაში”

ცოტა ხნის წინ “ენგურჰესი” კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში არცთუ სასიამოვნო კუთხით – წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა. მთავარი მიზეზი კვლავაც აფხაზეთია, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება. თუმცა, ამჯერად “ენგურჰესის” არაპირდაპირ დანიშნულებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, საუბარია ობიექტის ტურისტულ მნიშვნელობასა და როლზე. 2021 წლის ნოემბერში, „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ...

Read More »

უკრაინა რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულებას ზრდის

მომავალი წლიდან უკრაინა “დრუჟბას” მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულების გაზრდას გეგმავს, – იუწყება “Bloomberg”-ი რუსული კომპანია “ტრანსნეფტის” მიერ უკრაინული “უკრტრანსნაფტიდან” მიღებულ წერილზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანსპორტირების ფასი ნედლეულის 1 ტონაში 11,5-დან 13,6 ევრომდე გაიზრდება. უკრაინის ხელისუფლება ამ გადაწვეტილებას რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვებს უკავშირებს, რამაც უზარმაზარ ზარალთან ერთად, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.59 (+1.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.08 (+1.04)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომეო მიქაუტაძე: „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს

გვჯერა, რომ „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილებს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ უნდა დაჩქარდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას. ფორუმი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), ევროკავშირის პროგრამის EU4Energy ფარგლებში და ...

Read More »

თურქეთში იხსნება უდიდესი კაშხალი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა

დღეს, 22 ნოემბერს, თურქეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში მეხუთე მაღალმთიანი წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მდინარე ჭორუხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კმ-ში, 2012 წლიდან მიმდინარეობს. წყალსაცავის კაშხლის ...

Read More »