Author Archives: admin

აშშ უკრაინას ელექტროსისტემის მხარდასაჭერად $53 მილიონს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს, რადგან ის რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშაა. მოსალოდნელი დაფინანსების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას. ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – წერიათავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის ...

Read More »

რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავში ხანძარია

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ნავთობპროდუქტების ავზს გვიან ღამით გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძრის ფართობი 1800 კვ. მეტრია და რომ ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა. მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარმა 4 000–მდე კვ. მეტრია მოიცვა. ერთი დღით ადრე, მეზობელი კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად, ორი უბანში ენერგომომარაგება ...

Read More »

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა. კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

30 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის დასახლების IVა, IVბ კვარტლების, სოფელი გლდანის, გობრონიძის, რიკოთის, ხრესილის, ვარდისუბნის, ქერჩის, ნეკრისის, ტეხურას, ხვანჭკარის, იაკობის, გრემის, გომბორის, სკანდეს, მონასტრის, წყალსადენის, ავალიშვილის, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ზაჰესის ქუჩების ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა. გაზის ტრანსპორტირებისა და საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის ბაქოში გაიმართა. შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და სამომავლო ნაბიჯების ...

Read More »

Mazda, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებში $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda 2030 წლისთვის ელექტრომობილებზე გადასვლის დასაჩქარებლად $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია მის კონკურენტ ავტომწარმოებლებს შეუერთდება, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ელექტრომობილების ხაზის განვითარებას. როგორც ცნობილია, იაპონური Mazda ჩინური კომპანიის საკუთრებაში არსებულ ავტობატარეების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელთან, Envision AESC-თან გაერთიანდა. ავტომწარმოებლის გეგმებში იაპონიაში მდებარე Mazda-ს ქარხნების ბატარეებით უზრუნველყოფა და ელექტრომობილების წარმოების ზრდა შედის. ცნობისთვის, ბატარეები ელექტრომობილების წარმოების ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება განიხილეს. „2018 წლის 14 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობას, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან აქვს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროს რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები მოჰყვება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის განვითარების ...

Read More »

BBC: რუსული ნავთობის ტოტალურ ემბარგომდე ერთი კვირით ადრე, დასავლეთი მთავარ საკითხზე ვერ შეთანხმდა. რატომ?

ერთი კვირა დარჩა იქამდე, სანამ დასავლეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე თითქმის სრული ემბარგო ამოქმედდება, თუმცა, ამ სანქციის გარკვეულ შემსუბუქებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგაც კი, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ფასის იმ მინიმალურ ზღვარზე, რომელზე ნაკლებადაც ისინი მზად არიან რუსული ნავთობი იყიდონ და უკრაინაში კრემლის შეჭრის გამო ამოქმედებულ ტოტალურ სანქციებს გვერდი აუარონ.   რა ხდება?   თუ უახლოეს დღეებში, „დიდი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, „საქართველოს ტყის კოდექსში” შესატანი ცვლილებები განიხილეს. პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, ზუსტდება და წესრიგდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემთხვევაში მისი ადგილზე განხილვის წესი. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს უფლებამოსილებას ...

Read More »

იური კოროლჩუკი: კატარი ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის განდევნისთვის ემზადება

უკრაინელი ენერგეტიკოსის იური კოროლჩუკის თქმით, კატარი აძლიერებს გაზის წარმოებას და ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის სრულად განდევნისთვის ემზადება. „ჯერჯერობით მთავარი მოთამაშე კვლავ შეერთებული შტატებია, მაგრამ ყველაფერი ბაზრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ცალსახად იმის თქმა, რომ ამერიკული გაზი რუსული გაზის ნაწილს ჩაანაცვლებს, ასე არ არის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი. ის დარწმუნებულია, რომ კატარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში. „ისინი იქ ავითარებენ წარმოებას, იზიდავენ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს“, ...

Read More »