Author Archives: admin

გლობალური ენერგოკრიზისი შესაძლოა გაუარესდეს – IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის თქმით, ენერგიის მიწოდების გლობალური შემცირება, რამაც ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ელექტროენერგიის და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია, შესაძლოა გაუარესდეს. მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე მისი სიღრმისა და სირთულის თვალსაზრისით. შესაძლოა, ყველაზე უარესი ჯერ არ გვინახავს, ეს მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას”,- განაცხადა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა სიდნეიში გამართულ გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე. ბიროლის თქმით, ...

Read More »

აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ

აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „აშშ ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, რუსეთის ენერგეტიკაზე ჩვენი კოლექტიური დამოკიდებულების შემცირებისა და კრემლზე ზეწოლის შენარჩუნების ვალდებულებაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს გერმანიაში ბუნებრივი აირის ტურბინა Nord Stream 1-ის მილსადენში გამოსაყენებლად. მოკლევადიან პერსპექტივაში, ტურბინა საშუალებას მისცემს ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმიაცას „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, ბეღლეთის, მუჯირიშვილის, სომხეთის, შილდის, ახალუბნის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ოძისის, ყვარლის, ტოლენჯის, რატილის, წალენჯიხის, ამირეჯიბის, გეზათის და კვალეთის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ახმეტის და ივერიელის ...

Read More »

ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ

ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ განაცხადა. იუწყება Azernews-ი. გრასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეთანხმება იქნება ბრიუსელის ერთ-ერთი ნაბიჯი გაზის კრიზისის დასაძლევად. მემორანდუმს ხელი მოეწერება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ბაქოში ვიზიტის დროს. რიგაში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სიმსონმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, ტრანსადრიატიკის გაზსადენით ევროპაში გასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახური ნავთობის ექსპორტს განაახლებს. რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული. 5 ივლისს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთი იტალიას გაზის მიწოდებას კიდევ 30%-ით შეუმცირებს

იტალიის ენერგოკომპანიის Eni SpA-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ენერგოგიგანტი გაზპრომი იტალიაში გაზის მიწოდებას დროებით, 30%-ით შეამცირებს. გაზპრომის ინფორმაციით, იგი იტალიას დღეში 21 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის მაშინ, როდესაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღიური მიწოდება დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრი იყო. აქამდე, ივნისში, რუსეთმა იტალიისთვის გაზის მიწოდება 50%-ით უკვე შეამცირა. ამჟამად, იტალიას გაზის მარაგების 60% აქვს, ხოლო მთავრობა მის სწრაფად და სრულად შესავსებლად დამატებით 4 ...

Read More »

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ სასწავლო ცენტრის რეგულირების ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები. სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში  მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობდა 3-თვიანი ტრენინგ კურსი – „რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“. მონაწილეებმა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 12 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.21 (-1.89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.04 (-2.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ეკოლოგიური გადაადგილება ქალაქში – წახალისება და დაზღვევა

იტალიის ქალაქ პიზაში მათ, ვინც საზოგადოებრივი  ან ეკოლოგიური ტრანსპორტით სარგებლობს, აპლიკაციის საშუალებით აჯილდოებენ. აპლიკაცია, რომელსაც GoodGo ჰქვია, ყველა ტიპის ტრანსპორტს პოულობს და თითოეული მათგანის გამონაბოლქვის მოცულობასა და კალორიებს ითვლის, რითაც გადაადგილების ეკოლოგიური გზების  მოძებნას უწყობს ხელს. ჩინცია ამ აპლიკაციის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია და ახლა იმას ფიქრობს, თუ რომელ მაღაზიაში დახარჯოს აპლიკაციით დაგროვილი ქულები. ჩინცია კერარი, მგზავრი: „ამ დილით ველოსიპედით წავედი, ...

Read More »

MAN-ის ახალი სტრატეგია – ელექტროტრანსპორტის მომავალი

MAN Truck & Bus-მა „NewMAN“ სტრატეგიის მიხედვით მომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით –  „ბიზნესის გამარტივებისთვის“ – მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშონ მობილობის გამარტივებაში. კომპანია ორი ბრენდის – MAN-ისა და NEOPLAN-ის მომხმარებლებს საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს. „Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახდინა. პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების  სექტორისთვის. მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და ...

Read More »