Author Archives: admin

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული ზომა მიმართულია ევროკავშირში ენერგოკრიზისის დაძლევისკენ. კერძოდ, მინისტრები შეთანხმდნენ, შეზღუდვა აამოქმედონ, თუ სამი დღის განმავლობაში მეგავატი საათის ფასმა 180 ევროს გადააჭარბა. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ენერგორესურსების რეკორდულად მზარდი ფასებისგან“, – განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინდუსტრიის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ. გაზის ზღვრული ფასი შესაძლოა, 2023 ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

20 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ოთხი ათასი მესხის, როსტევანის, ვეფხისტყაოსნის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავ $80-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.97 (+0.83)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.38 (+1.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

რუსეთი იმუქრება, რომ ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას არ დაუშვებს

რუსეთი თურქმენეთიდან აზერბაიჯანისკენ ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას “არ დაუშვებს”, – განაცხადა რუსმა სენატორმა ალექსანდრე ბაშკინმა. ამის კვალდაკვალ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გააკეთა განცხადება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების “საგზაო რუქას” შეიმუშავებს. “დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ თურქმენული გაზი შეიძლება, ბაქოდან თურქეთს მიეწოდოს, იქიდან კი – ევროპას, რაც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ...

Read More »
ტანაპ

ერდოღანმა TANAP-ით ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა

ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი ...

Read More »

NATO: შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით

NATO–ში აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ “აქცენტს” ალიანსში განუცხადეს. “ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ეს მოიცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას”, განუცხადეს “აქცენტს” NATO–ში. როგორც ალიანსში აღნიშნავენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება. “ძალიან დიდი ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მათ შორის საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი „ხუდონჰესის“ გამოსყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმება ჰესის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს. ეკონომიკის ...

Read More »

ლატვია უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად 500 000 ევროზე მეტს გამოყოფს

ლატვიის მთავრობა დათანხმდა, გამოყოს თითქმის 560,000 ევრო (593,292 აშშ დოლარი) უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად, იტყობინება Delfi. ლატვიის მხარდაჭერა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მედიის მუშაობას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე. 29 ნოემბერს კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის კულტურისა და მედიის სექტორს მომავალი ზამთრის ფონზე. უკრაინამ უკვე მიიღო 50 გენერატორი ხორვატიიდან, 100 საფრანგეთიდან და 50 ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაში გახზის მსხვილი საბადო გახსნა

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ნარგისის ბლოკში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ნავთობის მინისტრმა ტარეკ ელ მოლამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამჟამად საბადოზე მარაგების მოცულობის შეფასება მიმდინარეობს. Chevron–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნარგისი ოთხიდან ერთ–ერთი საზღვაო გეოსადაზვერვო ბლოკია, რომლებშიც Chevron–ს საოპერაციო ინტერესები აქვს Tharwa Petroleum Co–სთან ერთად. ეგვიპტის ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ აღმოჩენილი საბადოს მოცულობაზე ინფორმაციის ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ევროპამ ტრილიონი დოლარი დახარჯა

ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ევროპამ ტრილიონი დოლარი დახარჯა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. „დაახლოებით ერთი ტრილიონი – ეს არის ენერგიის ღირებულების მთლიანი ზრდა მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის, რომელიც ნაწილობრივ, მაგრამ არა მთლიანად, კომპენსირდება დახმარების პაკეტებით“ – წერს გამოცემა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე ღრმა ენერგეტიკული კრიზისი ახლა იწყება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის ახალი სიმძლავრის დანერგვის შემთხვევაშიც კი, ბაზარი, როგორც მოსალოდნელია, ...

Read More »