Author Archives: admin

საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

საქართველოში 96 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება, რომლის საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ დოლარამდეა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „მასდარი“ საქართველოში 96 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 100 მილიონ დოლარამდეა. „დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გვქონდა ჰიდროელექტროენერგიის რამდენიმე პროექტის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე. იცით, რომ მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტებთან ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ახალი წლიდან გერმანიაში მომხმარებლებს გაზი 112%-ით გაუძვირდებათ

გერმანელ მომხმარებლებს 2023 წლიდან ბუნებრივ აირზე და ელ-ენერგიაზე გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართული იყო ენერგიაზე ფასის ზრდის შესაკავებლად. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს. მისი მონაცემებით, საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც წლიურად 20 ათას კუბურ მეტრზე მეტ გაზს მოიხმარენ, იანვრიდან მოუწევთ საშუალოდ 2756 ევროს გადახდა, ნაცვლად 1457 ევროსი, რაც 112%-იანი მატებაა 2021 წლის შემოდგომასთან ...

Read More »

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადოაღმოაჩინა. Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად. „გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, – ...

Read More »

„ნავთობისა და გაზის გარეშე არ დარჩებით“: ერაყი მზადა მიაწოდოს იტალიას „რაც მას სჭირდება“

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თავის იტალიელ კოლეგას, ჯორჯა მელონს მოუწოდა, დაამყაროს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA იტყობინება. მელონი, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკის ხელმძღვანელი, თავის პირველ მოგზაურობას ევროპის ფარგლებს გარეთ აკეთებს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა: „ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, პეკინის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 ...

Read More »

სსე-ში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების მორიგი ერთობლივი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა. სწავლების პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „ვარციხე 2005“-ის, “გარდაბნის თბოსადგური- 2”-ის და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს. ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების გამომუშავებასა და მათი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.92 (+  2.94)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.56  (+  2.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ თითქმის $1,5 მილიარდს მიაღწია – შმიგალი

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერამ თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. „პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გვაქვს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარის დეკლარირებული მხარდაჭერა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ყოველდღიურად შემოდის დამატებითი აღჭურვილობა. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგეტიკული აღჭურვილობა”, – განაცხადა შმიგალმა.

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთაც გასულ წელს ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟეს

ინდუსტრიული ჯგუფის, SolarPower Europe-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით, 2022 წლის განმავლობაში, მზის დახმარებით გამომუშავებული ენერგიის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირმა წელს რეკორდული, 41.4 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რაც 12.4 მილიონი სახლის ენერგიით უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი. შედეგად, 2022 წელს, ევროკავშირში მზის წყაროსგან მიღებული ენერგიის საერთო სიმძლავრე შარშანდელი 28.1 გიგავატიდან 47%-ით გაიზარდა და 41.5 გიგავატს მიაღწია. ერთ ...

Read More »

არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინის მოსახლეობას 2,5 ათას ელექტროგენერატორს გადასცემს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება უკრაინის მოსახლეობას 2,5 ათას ელექტროგენერატორს გადასცემს. ამის შესახებ სააგენტო WAM-ი წერს. მისი ინფორმაციით, 1,2 ათასი გენერატორი ვარშავაში 24 დეკემბერს გაიგზავნა, დარჩენილი ნაწილი კი უკრაინაში 2023 წლის იანვარში ჩავა. ელექტროგენერატორების მიწოდება ხორციელდება 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინის მოსახლეობას გამოუყო.

Read More »