Author Archives: admin

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.44 (+ 0.72)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.95 (+ 1.80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC + ნავთობზე ფასების შემცირებას გაუმკლავდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 26 ნოემბერს ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, უახლოეს დღეებში ყველა  მზერა OPEC + მონაწილეების რეაქციაზე იქნება მიმართული – შეთანხმება მისი მოპოვების შეზღუდვის შესახებ. გასული კვირის ბოლო ვაჭრობის დღეს Brent ნავთობის ფასი  8%-ით დაეცა. ოპეკის ნავთობის კარტელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები გამართავენ შეხვედრების სერიას, რომლებზეც ისინი დაადგენენ თავიანთ სამომავლო პოლიტიკას. კარტელის წევრები 1 დეკემბერს შეხვდებიან, 2 ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მზის ენერგია – ყველაზე იაფი წყარო გახდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს World Energy Outlook 2020-ის თანახმად მსოფლიოს საუკეთესო მზის ენერგიის სქემები უკვე გვთავაზობენ „ყველაზე იაფ ელექტროენერგიას ისტორიაში“ ტექნოლოგიურად უფრო იაფად, ვიდრე ნახშირი და გაზი უმეტეს დიდ ქვეყნებში. სააგენტოს წინასწარი პროგნოზით, 2040 წლისთვის იქნება განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიოს ბაზარზე. მზის ენერგია 20-50%-ით იაფი გახდება, ვიდრე ადრე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ. IEA ასევე ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის უფრო სწრაფი ზრდისა და ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაშვებამ, შესაძლოა, უკრაინას ტრანზიტით მიღებული შემოსავალი 40%-ით შეუმცირდეს

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაშვებამ, შესაძლოა, უკრაინას გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავალი  40%-ით, წელიწადში 1,2 მილიარდი დოლარით შეუმცირდეს. აღნიშნულის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი იუწყება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, “გაზპრომიდან” მიწოდების სანაცვლოდ უკრაინამ წელიწადში საშუალოდ 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ტრანზიტის საფასური 2021 წელს, სავარაუდოდ, 40%-ით დაბალი იქნება, ვიდრე წინა წლებში. აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა, თუმცა, ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა

გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 7%-ით დაეცა. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 102 აშშ დოლარი შეადგინა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ზრდა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ...

Read More »

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. ბიტკოინ-სიტი იქნება ქალაქი სადაც, კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკან კონჩაგუას ენერგიაზე იქნება შესაძლებელი. ბიტკოინ-სიტის მოსახლეობა დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება. დღგ-ის გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხის ნახევარი კი ისევ ბიტკოინ-სიტის განვითარებას მოხმარდება. ლა-უნიონის დეპარტამენტში ქალაქის მშენებლობისთვის სალვადორი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ობლიგაციებს გამოუშვებს. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესაქმნელად 300 000 ბიტკოინი დაიხარჯება. ბიტკოინ-სიტის მრგვალი, მონეტის ...

Read More »

Tesla გერმანიაში წარმოებას დეკემბერში დაიწყებს

Automobilwoche-ის ცნობით, Tesla გერმანიაში ვადაგადაცილებულ წარმოების ოპერაციებს დეკემბერში დაიწყებს. გამოცემის შეფასებით, 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 30,000 Tesla-ს ავტომობილი იქნება წარმოებული. ელექტრომობილების კომპანიას გერმანიაში წარმოება ივლისში უნდა დაეწყო, თუმცა ოპერაციების დაწყება კომპანიამ გარემოსდაცვითი ნებართვის ვერ მიღების გამო გადადო. ჟურნალის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები საჭირო ნებართვებს რამდენიმე დღეში გასცემენ. ბერლინის მახლობლად Gigafactory-ში უკვე დასრულდა Model Y-ის ხუთი ერთეულის წარმოება, თუმცა არა საწარმოო ხაზზე. Automobilwoche-ს ცნობით, იანვარში სერიული წარმოება ...

Read More »

გერმანიის მთავრობა აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ

გერმანიის მთავრობა აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Axios-ი ავრცელებს. 9 ნოემბერს, „რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. საკანონმდებლო ცვლილება სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა წარადგინა. სენატორი ჯიმ რიშის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, რუსეთმა შეწყვიტა გაზის ტრანზიტი უკრაინის ...

Read More »

ჩინეთში ბირთვული რეაქტორი შენდება

ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ძლიერ ბირთვულ რეაქტორს ავითარებს, რომელსაც პლანეტათაშორისი მისიებისთვის გამოიყენებენ. კოსმოსის შესასწავლად ბირთვულ რეაქტორებს რამდენიმე ქვეყანა უკვე ფლობს, მათ შორის, შეერთებული შტატები და რუსეთი. ჩინური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანა 1-მგვტ კლასის პროექტს ტესტავს. ბირთვული რეაქტორის ტექნიკური პროექტი უკვე დასრულებულია. მანამდე NASA-მ გამოაცხადა კონკურსი 10 კილოვატიანი კლასის რეაქტორის შესაქმნელად, ჩინური რეაქტორი მასზე 100-ჯერ უფრო ძლიერი იქნება. წყარო: report.ge

Read More »

ვენაში დღეს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება

ექვსი რაუნდის შემდეგ, დღეს ავსტრიის დედაქალაქში ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ივნისი თვეში შეწყდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰი რაისი აირჩიეს. დასავლელი დიპლომატების თქმით, თეირანი მოლაპარაკებებზე ახალი მოთხოვნების წამოყენებას გეგმავს, რომელთა შორის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნულის გამო ირანის დელეგაცია ძირითადად ეკონომისტებით იქნება წარმოდგენილი. ...

Read More »