Author Archives: admin

კულება: მადლობა Shell-ს მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადლობას უხდის კომპანია Shell-ს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წაახალისებს სხვა მსოფლიო ბიზნესებსაც. “მადლობა Shell-ს ამ მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის და სხვა მსოფლიო ბიზნესების წახალისებისთვის”, — წერს ის.

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ევროპას მოუწოდებს, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგეტიკაზე დაყრდნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არსებობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ მოიშორონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი მას იარაღად იყენებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა ...

Read More »

აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შიეძენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Read More »

ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირებას აპირებს

ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ორი მესამედით შემცირებას აპირებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარის თქმა იქნება შესაძლებელი. „მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია“, – ამბობს ტიმერმანსი. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 40 %-ს აკმაყოფილებს იმ ფონზე, როცა დასავლეთი რუსეთისთვის ნავთობის და გაზის ემბარგოს დაწესებას განიხილავს, ბრიუსელში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების ...

Read More »

CNN – ჯო ბაიდენი დღეს სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს. მედიის ინფორმაციით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად გააკეთებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ევროპელ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო – აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე, ვიდრე აშშ. ჯო ბაიდენი სპეციალურ მიმართვას ადგილობრივი დროით 10:45-ზე გააკეთებს. ამასთან ...

Read More »

აშშ ვენესუელისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწავლობს ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების საკითხს, რათა ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი შემოვიდეს და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამის შესახებ ინფორმაცია 7 მარტს CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ჟურნალისტს წყარომ განუცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება არა მხოლოდ შეამცირებს “გლობალურ დამოკიდებულებას რუსულ ნავთობზე”, არამედ სამხრეთ ამერიკაში მოსკოვი ერთ-ერთი მთავარ მოკავშირეს დაკარგავს. CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გაემგზავრნენ. ...

Read More »

ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ აცხადებს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეისყიდის

უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. რუსული პროექტებიდან „შელი“ ეტაპობრივად გავა. პირველი ნაბიჯით კი, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის, რის გამოც „შელი“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა. ...

Read More »

უკრაინა-რუსეთი: როგორ იმოქმედებს კონფლიქტი განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარებაზე?

ევროპის უდიდესი ეკონომიკის ძლიერ დამოკიდებულებას რუსული ენერგიის იმპორტზე, მისი მოკავშირეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სტრატეგიულ რისკად აფასებს. გერმანია, ბოლო წამამდე იცავდა რუსეთის, როგორც სანდო მიმწოდებლის ღირსებას, თუმცა, უკრაინაში შეჭრამ ქვეყანას Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებისკენ უბიძგა. გერმანიის ვიცე-კანცლერმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას „სრულიად ალოგიკური“ ქმედება უწოდა. ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის რობერტ ჰაბეკის აზრით კი, რუსულ ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება, ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ჩვენი მხრიდან შეგნებული გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში ბიზნესის წარმოება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი ყველამხრივ მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, თუმცა ამჟამად არ არიან მზად, უარი თქვან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი გათვლილია იმისთვის, რომ მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, ევროპამ მიზანმიმართულად არ შეზღუდა სანქციებით რუსეთიდან ენერგორესურსების შემოტანა, რადგან ჯერჯერობით არ არის სხვა გზა, უზრუნველყონ ევროპა ენერგიით, რომელიც ...

Read More »

Coinbase-მა რუს მომხმარებლებთან დაკავშირებული 25,000 კრიპტო საფულე დაბლოკა

კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Coinbase Global აცხადებს, რომ დაბლოკა რუს ფიზიკურ პირებთან ან სუბიექტებთან დაკავშირებული 25 000-ზე მეტი საფულის მისამართი. კომპანიის განცხადებით, ისინი უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დაბლოკილი მისამართები Coinbase-ის 11.4 მილიონი ყოველთვიური ტრანზაქციის მომხმარებლის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენს. Coinbase-ის მთავარი იურიდიული ოფიცერი პოლ გრევალი კომპანიის ბლოგში წერს, რომ აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ წვდომა სანქცირებულ პირებს აუკრძალა. ამასთან, ბლოკჩეინის ანალიტიკის გამოყენებით, გამოვლინდება ამ პირებთან ...

Read More »