Author Archives: admin

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის განმავლობაში, „მოლდოვაგაზი“ რეგულარულად ითხოვდა მიწოდებული გაზის საფასურის დაფარვის გადავადებას და სახელშეკრულებო ვალდებულებების შერბილებას. „გაზპრომი“ ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ამ მოთხოვნებს, ადასტურებდა მის მზაობას გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და რეგულარულად აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს“, – ნათქვამია რუსული კომპანიის განცხადებაში. თუმცა, „გაზპრომში“ ხაზგასმით ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სააკაძის, ჯავის, მოლოკოვის, გრუზინსკის, იმერეთის, ღოღობერიძის, ბეჟანიშვილის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, ქართველიშვილის, ღრმაღელის, ქართლის, ილურიძის, დაისის, თმოგვის, მუხრანის, სვირის, ლომთათიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...

Read More »
ენგურჰესი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა

საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მათ შორის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასმელი, სანიტარული, სოფლის მეურნეობის, სამრეწველო გამოყენების, ტრანსპორტირებისა და, რა თქმა უნდა, ჰიდროენერგეტიკის წარმოებისთვის. ერთის მხრივ, კავკასიის მთები განთქმულია დიდი ეკოლოგიური ღირებულებით, წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას და ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს და თვითმყოფადობას. მეორეს მხრივ, ისინი წარმოადგენენ ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, კლდეების ჩამოწოლა ან მყინვარების გარღვევა, რომელთა მართვაც აუცილებელია. მთები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 93 დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,66 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,34 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 650 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.64 (+0.77)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.10 (+0.47)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

რუსულ „გაზპრომს“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

რუსულმა „გაზპრომმა“ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 313,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით, 17,1%-ით ნაკლებია. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს. ამასთან, ანალოგიურ პერიოდში რუსული გაზის ექსპორტი 40,4%-ით დაეცა (58,9 მილიარდამდე, მანამდე 86,9 მილიარდს შეადგენდა). ამავდროულად, „გაზპრომის“ თანახმად, გაზის ექსპორტი ჩინეთში ციმბირის ძალის გაზსადენით იზრდება. (გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე). „მომარაგება რეგულარულად აჭარბებს დღიურ სახელშეკრულებო ...

Read More »

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, იმ შეშფოთების ფონზე, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, გაამწვავოს უკრაინასთან ომი, – იუწყება „სიენენი“ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბიზე დაყრდნობით. თუმცა, კირბის თქმით, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პუტინი ბირთვული დარტყმისთვის ემზადებოდეს. ამასთან, აშშ ფიქრობს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაში რეაგირებაზე. „ჩვენ ვაკვირდებით ამას ყურადღებით, როგორც შეგვიძლია. არ გვინახავს არაფერი, რაც გვაიძულებდა შეგვეცვალა ...

Read More »

“ოპეკი +”-ის მინისტრები პირველად გამართავენ პირისპირ შეხვედრას 2020 წლის მარტის თვის შემდეგ

“OPEC+”-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან 5 ოქტომბერს ვენაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კვშირი” შეხვედრა  იქნება  “OPEC+”-ის პირველი პირისპირი შეხვედრა 2020 წლის მარტის თვის შემდეგ, როდესაც შეხვდერების ჩატარება დისტანციურ ფორმატში გადავიდა კორონავირუსის პანდემიის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში გაიმართება OPEC + წევრი ქვეყნების მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა და  მინისტრების შეხვედრა. Reuters-ის ინფორმაციით, “OPEC +” განიხილავს ნავთობის ...

Read More »

ქვეყნები 2030 წლისთვის დაბალი ემისიის წყალბადის გამომუშავების ზრდაზე შეთანხმდნენ

იაპონიის ხელმძღვანელობით, ოცზე მეტი ქვეყანა 2030 წლისთვის დაბალი ემისიის წყალბადის გამომუშავების ზრდაზე შეთანხმდა. სახელმწიფოთა მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის წლიური წყალბადის გამომუშავების 1 მილიონიდან 90 მილიონ ტონამდე ზრდაა. ტოკიოში, ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება ისეთ ქვეყნებსაც აერთიანებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ავსტრალია. სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, მათ შორის რესურსებით ღარიბი იაპონია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ენერგოუსაფრთხოების ისტორიული რისკის წინაშე დგას, მიწოდება ...

Read More »