იაპონიის ხელმძღვანელობით, ოცზე მეტი ქვეყანა 2030 წლისთვის დაბალი ემისიის წყალბადის გამომუშავების ზრდაზე შეთანხმდა. სახელმწიფოთა მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის წლიური წყალბადის გამომუშავების 1 მილიონიდან 90 მილიონ ტონამდე ზრდაა.
ტოკიოში, ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება ისეთ ქვეყნებსაც აერთიანებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ავსტრალია. სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, მათ შორის რესურსებით ღარიბი იაპონია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ენერგოუსაფრთხოების ისტორიული რისკის წინაშე დგას, მიწოდება შეზღუდულია, ხოლო სპოტ-ფასები – ზედმეტად მაღალი.
წყალბადი, რომელიც მომავლის მწვანე საწვავად განიხილება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ინდუსტრიების დეკარბონიზაციის პროცესში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენებაზე. წყალბადის როლი საკმაოდ დიდია იაპონიის მიზანშიც, მიაღწიოს წმინდა ნულოვან ემისიებს 2050 წლისთვის. იაპონიას წყალბადის წლიური მიწოდების ზრდაც სურს, მათ შორის იმპორტის, არსებული 2 მილიონიდან, 2030 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე.
წყარო: forbes.ge