მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, – განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, ...
Read More »