Author Archives: admin

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან გაზს მალე მიიღებს

თურქეთი შავი ზღვის გაზსადენით „საქარიას“ საბადოდან გაზის მიწოდების პირველი ეტაპი ითვალისწინებს 10 მლნ კუბ/მ ლურჯი საწვავის ყოველდღიურ ჩატვირთვას ქვეყნის გაზის განაწილების სისტემაში. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბ/მ-ს მიაღწევს. მისი თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ საშუალებას მისცემს წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტს თრაკიას გაზის ...

Read More »

შვედეთის პროკურატურა – „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია ასაფეთქებლის კვალი

გამოძიებამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებული მონაკვეთების ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ შვედეთის პროკურატურაში განაცხადეს. „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მილსადენებზე ოთხ ადგილას დაზიანების მიზეზებს შვედეთისა და დანიის ხელისუფლებები იძიებენ. გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ. როგორც გასულ თვეს დანიის პროკურატურამ განაცხადა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

სლოვენია, გაზის იმპორტის ერთ-ერთ წყაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს განიხილავს

სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია. ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის ...

Read More »

Siemens Energy რუსეთის აქტივებიდან გასვლის პროცესს წლის ბოლომდე დაასრულებს

­Siemens Energy რუსეთში აქტივების რესტრუქტურიზაციის პროცესს განაგრძობს და იმედოვნებს, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის მეოთხე კვარტლის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. Siemens Energy-მ რუსული ბიზნესიდან მეოთხე კვარტალში 19 მლნ ევროთი იზარალა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან გასვლა ენერგეტიკული ჯგუფის ფინანსურ მაჩვენებელზე სამომავლოდ მნიშვნელოვან გავლენას აღარ მოახდენს. Siemens Energy 2020 წელს, Siemens-ის ენერგეტიკული განყოფილების გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. ...

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადასცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭო მომავალ კვირას Укрэнерго-სთვის გადაუდებელი სესხის გადაცემას განიხილავს, რომელიც აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის. ამის შესახებ 17 ნოემბერს EBRD-ის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მისივე თქმით, ბანკი შესაძლო დაფინანსების განხილვას 21 ნოემბერს გეგმავს. Reuters წერს, რომ საუბარია ას მილიონ ევროზე, რომლითაც რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა აღდგება. პატრონემ აღნიშნა, რომ EBRD-ის მენეჯმენტმა Укрэнерго-სთვის გადაუდებელი საკრედიტო ხაზის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლერწმის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, სამუელ ბუაჩიძის, გუდამაყრის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

ხეების დარგვა ყოველთვის არაა ეფექტური გზა ნახშირორჟანგის შესამცირებლად

ხეების დარგვა ყოველთვის მიიჩნეოდა ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირების ეფექტიან მეთოდად, როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ოდენობა იზრდებოდა. თუმცა ახლა გოტენბურგის უნვერსიტეტის მკვლევრები და სხვანი გვაფრთხილებენ, რომ მწირ ნიადაგზე დარგული ხეები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ტყის დაბერებასთან ერთად მცირდება მის მიერ CO2-ის შთანთქმის უნარი. ყოველ ჯერზე, როდესაც ტყე ირგვება, დგება ნიადაგიდან დამატებითი ნახშირბადის გამოყოფის რისკი. მცენარეების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარი საკვანძო ფაქტორია ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $96-მდე შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,39 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,9 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

როგორ აისახება ომი უკრაინის ეკოლოგიაზე

უკრაინის ომი გარემოზე პირდაპირ და ირიბად მოქმედებს. ამავდროულად, ის კლიმატის დაცვის პროცესს აფერხებს. რომელ ეკოლოგიურ შედეგებზე საუბრობენ ახლა და რა იქნება მომავალში? ამ საკითხთან დაკავშირებით Deutsche Welle ექსპერტებს ესაუბრა. რა ხდება? 6-დან 18 ნოემბრამდე, ეგვიპტე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას – COP27 მასპინძლობს. აქ საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს პარიზის შეთანხმების მონაწილე 194-მა ქვეყანამ დასახულ მიზანს (თავიდან იყოს ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა

ცვლილების პაკეტი პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისგან თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება და სახიფათო ზეთების გადამუშავებასა და მართვას ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების დამტკიცებამდე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მოსაზრებების ...

Read More »