Author Archives: admin

საქართველოს ენერგოსისტემის ისტორიული რეკორდი – ივნისის 26 დღეში ექსპორტირებულია 294 მლნ კვტსთ ელექტროენერგია

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით ელექტროენერგიის ოპერატიული ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 294,25 მლნ კვტსთ ელექტროენერგია (47,47 მლნ კვტსთ სომხეთში და 246,78 მლნ კვტსთ თურქეთში), რაც თვიურად ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობისთვის  რეკორდულია  1992 წლიდან დღემდე პერიოდისთვის. ივნისის 26 დღეში ექსპორტზე გატანილი ელeქტროენერგიის მოცულობა ~15 ...

Read More »

საქართველომ სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გემს უარი ეთქვა ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ...

Read More »

ბაიდენი – საჭიროა სუფთა ენერგეტიკაში კაპიტალდაბანდება

აშშ-ს ხელისუფლება და „დიდი შვიდეულის“ წევრი დანარჩენი ქვეყნები ახალი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მიმართულია გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას ენერგიის სუფთა წყაროებზე გადასვლისთვის. ამის შესახებ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამერიკელი ლიდერის აზრით, რუსეთის აგრესიის შედეგებს მთელი მსოფლიო გრძნობს, განსაკუთრებით კი ეს ეხება ენერგეტიკას. მისი აზრით, აუცილებელია მოხდეს მეტის ინვესტიციის განხორციელება სუფთა ენერგეტიკულ ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროკავშირის ქვეყნები ზამთრისთვის გაზის საცავების შევსებას იწყებენ

ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2022-2023 წლის ზამთრის სეზონამდე, ევროკავშირში გაზის საცავების მოცულობა უნდა შეივსოს, რაც სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, მიუხედავად გაზის ბაზარზე არსებული შეფერხებისა, ის წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობის სულისკვეთების გათვალისწინებით გაანაწილონ, – შესაბამისი განცხადება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „უკრაინის ომის კონტექსტში, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – წერია საბჭოს გვერდზე. რეგულაციის თანახმად, 2022/2023 წლის ზამთრამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ...

Read More »
NASA-ს მეცნიერები: 2022 წლისთვის მთვარის კოლონიზაცია შეგვეძლება

NASA მთვარისთვის განკუთვნილი ბირთვული ენერგეტიკული სისტემის შესაქმნელად სამ კომპანიას დააფინანსებს

NASA და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი (DOE) კოსმოსური ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. ამის დასტურად, მათ 21 ივნისს გამოავლინეს სამი კომპანია, რომელთაგან თითოეული მთვარეზე ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად ბირთვული სისტემების შექმნაზე იმუშავებს. NASA-ს წარმომადგენლების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი სისტემები მომავალში მარსზე ან უფრო შორეულ კოსმოსშიც გამოიყენონ. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ შერჩეულ კომპანიებს შორის მოხვდნენ: Lockheed Martin-ი, Westinghouse-ი და IX (Intuitive Machines-ისა და X-Energy-ის ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან, – „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ოფიციალური პირის ცნობით, ლიდერებმა გადაწყიტეს, რომ საკუთარ გუნდებს დაავალებენ, იპოვონ გზა რუსული ნავთობის ფასის დასაწევად, რაც რუსეთს შემოსავლის წყაროს წაართმევს. „მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოვფიტოთ რუსეთი, რათა პუტინს ამოვუწუროთ ნაღდი ფულის მიღების წყარო და დავწიოთ რუსული ნავთობის ფასი, რომ შევამციროთ პუტინის ომის გავლენა“, ...

Read More »

ყატარმა ევროკავშირს გაზის მიწოდებაზე ძალიან მკაცრი პირობები დაუწესა

ყატარმა მოითხოვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გააფორმონ გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე 20 წლით, მაგრამ ევროკავშირმა ეს მოთხოვნები ძალიან მკაცრად მიიჩნია. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ევროზონაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების გეგმებს მავნე გამონაბოლქვის რაოდენობის შემცირების შესახებ. სააგენტოს ცნობით, კონტრაქტების პირობებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტში შეჩერდა. ვროპული ქვეყნები, გერმანიის მეთაურობით, წინააღმდეგობას უწევენ ყატარის ...

Read More »

ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკება მალე განახლდება

ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თაობაზე მალე განახლდება. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში. რაც მნიშვნელოვანია ირანისთვის, არის ის, რომ სრულად მიიღოს 2015 წლის შეთანხმების ეკონომიკური სარგებელი“, – აღნიშნა ამირაბდოლაჰიანმა და დაამატა, რომ ...

Read More »

Bloomberg – დასავლეთმა ომის ეკონომიკა უნდა გამოაცხადოს

დასავლეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის კონფლიქტის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ევროპული ბოიკოტი რუსეთის ნახშირზე, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამის ნაცვლად, ეს შეიძლება იყოს პუტინის მიერ გაზის ემბარგო ევროპაში. ეს დაახლოებით იგივეა. ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ის, რასაც ზოგიერთი მათგანი – განსაკუთრებით გერმანია და ავსტრია – წლების განმავლობაში უარყოფდნენ. ისეთი ამორალური დესპოტის თვალში, როგორიც პუტინია, ყველაფერი ომის იარაღია. ეს ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბობ უოლშის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »