Author Archives: admin

გერმანიამ და პოლონეთმა რუსულ Transneft-ს ნავთობის მიწოდების მოთხოვნით მიმართეს

რუსულ Transneft-ს გერმანიამ და პოლონეთმა 2023 წლისთვის ნავთობის მიწოდების მოთხოვნით მიმართეს. განცხადება სახელმწიფო ნავთობსადენის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია Rossiya-24-თან გააკეთა და დასძინა, რომ მილსადენ „დრუჟბის“ სამხრეთი ხაზი, სავარაუდოდ, მომავალ წელს ფუნქციონირებას სტაბილურად გააგრძელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირმა ხუთი დეკემბრიდან საზღვაო მარშრუტებით გადასაზიდი რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების პირობა დადო, დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის ლიმიტიც დააწესეს. მიუხედავად ამისა, მილსადენი „დრუჟბა“ სანქციებისგან კვლავ თავისუფალია. ...

Read More »

რუსულ Tatneft-ს უკრაინაში 115 ობიექტი ჩამოართვეს

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ რუსულ კომპანია Tatneft-ს 115 ობიექტი დააკავა. დაკავებული ქონბა მოიცავს ნავთობსაცავებს, ბენზინგასამართ სადგურებს, არასაცხოვრებელ შენობებს, მიწის ნაკვეთებს, 118 საწვავის მანქანას და მსუბუქ ავტომობილს. ”ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ბევრი სამუშაო გასწია კომპანია Tatneft-ის აქტივების კორუფციიდან და სხვა დანაშაულებიდან მიღებული აქტივების იდენტიფიკაციის, ძიების და მართვის ეროვნული სააგენტოსთვის გადასაცემად და მათი მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად“, – იტყობინება უკრაინის ...

Read More »

შავი ზღვაში კაბელი 3 წელიწადში ჩაიდება, მისი გამტარუნარიანობა ,,ენგურჰესის” სიმძლავრეს გაუტოლდება

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება, ხოლო საბოლოოდ მისი გამართვა 3-4 წელიწადში დასრულდება. ენერგეტიკოსების გათვლით, წყალქვეშა კაბელის გამტარუნარიანობა 1000 მეგავატია, რითაც ,,ენგურჰესის” სიმძლავრეს უტოლდება. ქვეყნისთვის მთავარი  სარგებელი ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობაა, თუმცა ტრანზიტიდან რა დარჩება საქართველოს და რა ფინანსურ მოგებას ნახავს ქვეყანა, ჯერ საუბარი ნაადრევია, სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება. ფაქტია, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ობიექტების განვითარებაზე ...

Read More »

ზღვრული ფასების შემომღების შემდეგ, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 54%-ით შემცირდა

რუსული ნავთობზე, ფასის ზღვრის შემოღებიდან პირველ კვირასვე, ნედლეულის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg, ტანკერების მოძრაობის მონაცემებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით. სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა თითქმის 1,86 მილიონი ბარელით დღეში და 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა. ვარდნის ნაწილი გამოწვეული იყო ბალტიის ზღვის პორტის პრიმორსკის ტექნიკური სამუშაოებით, მაგრამ ტრაფიკის მოცულობა ასევე შემცირდა სხვა პორტებში. კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის ნახოდკას პორტში არ არის საკმარისი გემები. ...

Read More »

რამდენს აწარმოებს და რამდენი ელექტროენერგია გააქვს ექსპორტზე აზერბაიჯანს

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ითვალისწინებს და სამხრეთ კავკასიას ევროპულ სისტემასთან ინტეგრირების საშუალებას მისცემს. მართალია, პროექტი საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობა და ევროპულ ოჯახთან დაკავშირების პერსპექტივაა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარ საექსპორტო ქვეყნად აზერბაიჯანი განიხილება. სწორედ ჩვენი მეზობლის შესაძლებლობებს გადავავლებთ თვალს ელექტროენერგიის წარმოების მხრივ ამ სტატიაში. დავიწყოთ ელექტროენერგიის ...

Read More »

ისრაელმა ხერსონის რეგიონს 17 გენერატორი გადასცა

ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა. ამ ინფორმაციას 20 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. “მოხარული ვართ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინას ომის ამ რთულ პერიოდში. ვისურვებდი, რომ ყველა უკრაინული სახლი იყოს განათებული, არ დაინგრეს და არ დადგეს ამ მძიმე განსაცდელების წინაშე, რომელიც უკრაინას შეემთხვა.” – განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ესწრებოდა ...

Read More »

ელექტროგადამცემი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, შესაძლოა, ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმოს

უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე – 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუ საქართველოს რომელი რეგიონიდან დაიწყებოდა ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება. ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყანა ახლახან შეთანხმდა ...

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს

ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. ...

Read More »

უკრაინის „ენერგოატომი“ და Urenco გამდიდრებული ურანის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

უკრაინული კომპანია „ენერგოატომი“ და Urenco Group-ი, 2026 წლიდან, უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის გამდიდრებული ურანის მიწოდების საკითხში გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, იტყობინება რუსული მედია. მოლაპარაკება „ენერგოატომის“ პრეზიდენტ პეტრ კოტინსა და Urenco-ს აღმასრულებელ დირექტორ ბორის შუხტს შორის შედგა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს – 2024-2025 წლებში Westinghouse-ის გამდიდრებული ურანის მიწოდების ზრდა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენერგოატომი“ Urenco-სთან ურანის შესყიდვების შესაძლო გაზრდაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მარტში „ენერგოატომმა“ ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20%-ით შემცირდა

2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს „ევროსტატი“ აქვეყნებს. „2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა, 2017-2021 წლებში, იმავე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით“, – წერს „ევროსტატი“. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15 პროცენტის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზოგიერთში კი – 40 ...

Read More »