Author Archives: admin

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შეზღუდვას დათანხმდა

„ომიკრონი“ ნავთობს აიაფებს

ოპეკ+-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ სენსაციების გარეშე ჩაიარა – კარტელმა ცოტა ხნის წინ ნავთობის ფასის ზრდის ფონზეც კი უარი განაცხადა ადრე დაგეგმილზე მეტად მოპოვების ზრდაზე და ეს მოსალოდნელი მით უმეტეს არ იყო დღეს, როდესაც „შავი ოქრო“ ისევ იაფდება. ალიანსში გაერთიანებულმა ქვეყნებმა ძალაში დატოვეს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება – ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 000 ბარელით გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე თვის ...

Read More »

„ინტერ რაო” ყოველთვის ითხოვს ტარიფის გადახედვას და გაზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია მათი დღის წესრიგით არ მუშაობს

ეს არ არის ბოლო ინსტანცია და მიღებული გადაწყვეტილება იქნება გასაჩივრებული, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის სახით „ინტერ რაო” სასარგებლოდ დაკისრებული 80 მილიონი აშშ დოლარის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ინტერ რაოს” მიერ ტარიფების გასაჩივრება ტარიფების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ გამოიწვია. „მარეგულირებელი კომისია 2014 წელს გადავიდა ტარიფის დადგენის ახალ ცივილურ მეთოდზე, როგორიც არის ევროპული ...

Read More »

ბენზინი ბოლო ერთ წელში 44,7%-ით გაძვირდა

ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინის ფასი 44,7%-ით გაიზარდა — ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. გარდა ამისა, 40,4%-ით არის გაძვირებული დიზელის საწვავიც. ამასთან, აღანიშნავია, რომ როგორც ბენზინის, ისე დიზელის ტიპის საწვავი ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის შედის. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი საშუალოდ 3,4 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ტიპის საწვავი საშუალოდ — 3,14 ლარი. ...

Read More »

სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით – „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“. განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებების ...

Read More »

“ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით”

“საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები არიან მხოლოდ გამტარები. ისინი ყიდულობენ და ყიდიან საწვავს. თუ ჩვენ შევისყიდით მაღალ ფასში საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. მე მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის ნათლად არის გასაგები. ამიტომ, არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით. ის ინფორმაცია, რა ღირს კონკრეტულ მომენტში ნავთობი, იცის მთელმა მსოფლიომ. რაც ...

Read More »

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება. თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის ...

Read More »

Xiaomi-ს ახალ ქარხანაში, ყოველ წელს, 300 ათასი ელექტრომანქანა აიწყობა

Tesla-ს საგრძნობი წარმატების შემდეგ, ელექტრომანქანების წარმოება თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა დაიწყო, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ არც წვრილი სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებლები ჩამორჩნენ. Xiaomi ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომანქანების ბიზნესში შესვლა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა, როცა განაცხადა, რომ მომავალ 10 წელიწადში, ამ ინდუსტრიაში, კომპანია $10 მილიარდს დააბანდებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, განცხადებიდან მალევე, Xiaomi-მ თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპი DeepMotion-ი შეიძინა, $77.3 მილიონად. ახლა კი, ...

Read More »

რუსული Urals-ის ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარს ჩამოცდა

Urals-ის ნავთობის ფასი ბარელზე $ 70 $-ს ჩამოსცდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნავთობის საშუალო ფასი 2021 წლის ნოემბერში ბარელზე 72,46 აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ნომემბერში Urals-ის ბრენდი ბარელზე საშუალოდ 72 დოლარი ღირდა. შეგახსენებთ, რომ ურალის საშუალო ფასი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში შეადგენდა 65.96 აშშ დოლარს.

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გაზის წარმოება რუსეთში 11 თვეში 10,6%-ით გაიზარდა

რუსეთში გაზის წარმოების მოცულობა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 10,6%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 692,76 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამის შესახებ საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური დისპეჩერიზაციის ოფისის (ЦДУ ТЭК) ოპერატიული მონაცემების შეჯამების მიხედვით, გამოცემა interfax.ru წერს. მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთმა 66,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოა (ზრდა 4,6%-ით გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით). ЦДУ ТЭК-ი გაზპრომის შესახებ მონაცემებს ცალკე არ აქვეყნებს. ისინი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდის შემდეგ, შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,5%-ით, 0,36 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 71,38 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »