რუსეთში გაზის წარმოების მოცულობა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 10,6%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 692,76 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამის შესახებ საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური დისპეჩერიზაციის ოფისის (ЦДУ ТЭК) ოპერატიული მონაცემების შეჯამების მიხედვით, გამოცემა interfax.ru წერს.
მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთმა 66,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოა (ზრდა 4,6%-ით გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით).
ЦДУ ТЭК-ი გაზპრომის შესახებ მონაცემებს ცალკე არ აქვეყნებს. ისინი „გაანგარიშებულად“ შედის „წიაღის სხვა მომხმარებლების“ წარმოების მოცულობაში, რომლებმაც 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 499,42 მილიარდი კუბური მეტრი აწარმოეს.
ვერტიკალურად ინტეგრირებული ნავთობკომპანიებიდან 2021 წლის იანვარ-ნოემბერში „ლურჯი საწვავის“ ყველაზე დიდი მოცულობები როსნეფტმა აწარმოა – 39,27 მილიარდი კუბური მეტრი (ნოემბერში – 3,99 მლრდ კუბური მეტრი).
შემდეგ მოდის Gazprom Neft – 22,85 მლრდ კუბური მეტრი (ნოემბერში 2,82 მლრდ კუბური მეტრი), LUKOIL – 17,45 მლრდ კუბური მეტრი (ნოემბერში 1,57 მილიარდი კუბური მეტრი).
დანარჩენმა კომპანიებმა კი შემდეგი მოცულობები: Surgutneftegaz – 8,32 მილიარდი კუბური მეტრი (ნოემბერში 730,88 მლნ კუბური მეტრი), RussNeft – 1,92 მლრდ კუბური მეტრი (ნოემბერში 182,28 მლნ კუბური მეტრი), ტატნეფტი – 773,16 მლნ კუბური მეტრი (ნოემბერში 76,82 მლნ კუბური მეტრი), სლავნეფტი – 552,9 მლნ კუბური მეტრი (ნოემბერში 66,04 მლნ კუბური მეტრი), ბაშნეფტი – 520,41 მლნ კუბური მეტრი (ნოემბერში 58,49 მილიონი კუბური მეტრი).
ЦДУ ТЭК-ი ჯერ კიდევ ცალკე ითვლის Bashneft-ის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან კომპანია Rosneft-ის ნაწილია.
წყარო: bfm.ge