Author Archives: admin

გამანაწილებელ კომპანიებში სემეკთან შეთანხმებით დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესი გამკაცრდა

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების განცალკევების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სემეკთან შეთანხმებით კომპანიებში დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესები გამკაცრდა. სემეკის გადაწყვეტილებით „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებში“ შესული ცვლილების შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება. ცვლილებით განსაზღვრა, რომ შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორის კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართული  კონფერენცია გახსნა. დავით ნარმანიამ შეაჯამა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ენერგეტიკის სექტორში მდგრადი და ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის კიბერმედეგობის გაძლიერება და ამ კუთხით, ენერგეტიკის სექტორის სრული დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ...

Read More »

მაია მელიქიძე კონფერენციაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე (ERRA) მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)-ს ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას მაია მელიქიძემ ისაუბრა ქალთა როლის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სექტორში. „საქართველო ახლა ...

Read More »

IRENA-ს ახალი ანგარიში ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზსს

მსოფლიო მასშტაბით, ჰიდროენერგეტიკა ენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს არის განახლებადი ელექტროენერგიის უდიდესი წყარო, რომელსაც დაბალანსების უნარისა და მოქნილი სერვისების მიწოდებით წყალობით, შეუძლია უზრუნველყოს ისეთი ცვალებადი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მდგრადობა და ეფექტურობა, როგორებიცაა მზე და ქარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გარდა, ჰიდროენერგეტიკა ასევე გვთავაზობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა სერვისებაც, მათ შორისაა სასმელი და სარწყავი წყლის დაგროვების შესაძლებლობა, წყალდიდობისა და გვალვის ...

Read More »

სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 15 მეგავატამდე  მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები. წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭვირვალე და სამართლიანი პრინციპები, ქსელთან მიერთების პირობები და შესაბამისი საფასურები. ახალი რეგულაციის შესაბამისად, ...

Read More »

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის ...

Read More »

“ბირთვულ ენერგიას სხვა მიზეზების გამო აქვს პრობლემები” – ბილ გეითსი ბირთვული ენერგიის შესახებ საუბრობს

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი თვლის, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენება უნდა გაგრძელდეს. ეს აზრი მან გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში გამოთქვა. ”მე დავტოვებდი რეაქტორებს მუშა მდგომარეობაში, ისინი უზრუნველყოფენ სუფთა ენერგიას და შედარებით უსაფრთხოა”, – თქვა გეითსმა და უპასუხა კითხვას, აკეთებს თუ არა სწორ საქმეს გერმანიის მთავრობა ქვეყანაში დარჩენილი ბოლო ატომური ელექტროსადგურების დახურვით. ”ხელისუფლებებმა, რომლებიც არჩეულ იქნა რთული საკითხების გადასაჭრელად, უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები”, – ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, VI ვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, არჩილ სულაკაურის, საბურთალოს, ბახტრიონის, ხვიჩიას, იყალთოს, იოსებიძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, კოსტავას, ...

Read More »

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ. ამის შესახებ Nato-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „Nato ამაზე მრავალი წელია მუშაობს და ჩვენ ამ სამუშაოს ახალ საფეხურზე ავდივართ. მე გადავწყვიტე, შემექმნა ახალი საკოორდინაციო ჯგუფი Nato-ს შტაბ-ბინაში ჩვენი მოწყვლადობის შესამოწმებლად და ინდუსტრიასთან ურთიერთობისთვის. ეს გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას თავიდან ასაცილებლად და ეწინააღმდეგება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალქვეშა კაბელებს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 4.4%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის მარტის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4.4%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 570,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »