IRENA-ს ახალი ანგარიში ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზსს

მსოფლიო მასშტაბით, ჰიდროენერგეტიკა ენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს არის განახლებადი ელექტროენერგიის უდიდესი წყარო, რომელსაც დაბალანსების უნარისა და მოქნილი სერვისების მიწოდებით წყალობით, შეუძლია უზრუნველყოს ისეთი ცვალებადი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მდგრადობა და ეფექტურობა, როგორებიცაა მზე და ქარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გარდა, ჰიდროენერგეტიკა ასევე გვთავაზობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა სერვისებაც, მათ შორისაა სასმელი და სარწყავი წყლის დაგროვების შესაძლებლობა, წყალდიდობისა და გვალვის მიმართ მდგრადობის გაზრდა და რეკრეაციულ შესაძლებლობებიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგეტიკა ყველაზე აპრობირებული განახლებადი ტექნოლოგიაა, ის მრავალი გამოწვევის წინაშე დგას: აღნიშნული მოიცავს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მოძველებული საინვესტიციო მოთხოვნების, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის, ექსპლუატაციის მეთოდებისა და ტექნიკური მომსახურების – ენერგოსისტემის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის საჭიროებას; ასევე, მოძველებული ბაზრის სტრუქტურებისა და ბიზნეს მოდელების მოდერნიზებას.

აღნიშნულზე IRENA-ს გენერალური დირექტორი ფრანჩესკო ლა კამერაც საუბრობს: „ჰიდროენერგეტიკა საუკუნეზე მეტია სუფთა ენერგიის გამომუშავების ეფექტური წყაროა“, – განაცხადა მან, „თუმცა, ენერგეტიკული ლანდშაფტის სწრაფად განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი სამომავლო როლის გადაფასება და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრირება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გაიზარდოს მისი პოტენციალი და უზრუნველყოს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობა“.

თუმცა, მკვლევარების აზრით, რაც არ უნდა რთულად მოგვეჩვენოს დღევანდელი ვითარება, ის იძლევა ჰიდროელექტროსადგურების მოდერნიზაციის შესაძლებლობას, რათა მათ კვლავაც გააგრძელონ გლობალური ენერგოსისტემებისთვის კრიტიკული სერვისების მიწოდება.

IRENA-ს ანგარიშში ჰიდროენერგეტიკა განხილულია ენერგეტიკის ზოგადი ჩარჩოს კონტექსტში. ანგარიშში ასევე მოცემულია ჰიდროენერგეტიკის ამჟამინდელი სტატუსის სურათი და ნათლად გვაჩვენებს ხედვას, თუ როგორ შეიძლება მისი სრული პოტენციალის რეალიზება.

IRENA-ს აზრით, განვითარების ერთ-ერთი სავარაუდო სცენარის მიხედვით, თუ მსოფლიო სრულ დეკარბონიზაციას გადაწყეტს და დააკმაყოფილებს პარიზის შეთანხმებით დასახულ კლიმატის მიზნებს, ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე, წყალსაცავიანი სადგურების ჩათვლით, გაორმაგდება 2050 წლისთვის. აღნიშნული კი მოითხოვს ყოველწლიური ინვესტიციებს გაზრდას ჰიდროენერგეტიკაში –  საშუალოდ დაახლოებით ხუთჯერ მაინც.

თუმცა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის უმეტესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებშია და დამფინანსებელმა ინსტიტუტებმა უნდა იმუშაონ ადგილობრივ მთავრობებთან ერთად რისკებისა და პრობლემების დასაძლევად და ხსენებულ რეგიონებსა და ქვეყნებში საჭირო ინვესტიციების განსახორციელებლად.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ჰიდროენერგეტიკული პროექტების წახალისების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას წარმატების მდგრადობა და სტაბილურობა.

ანგარიშის სრული ვერსიიის სანახავად ინგლისურ ენაზე, გთხოვთ მიჰყვეთ წინამდებარე ბმულს: “The changing role of hydropower: Challenges and opportunities”

Leave a Reply