Author Archives: admin

მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათას ჩიტს ანადგურებს

Hive Energy თურქეთში მზის ბატარეების პროექტებში $4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

განახლებადი ენერგიის ბრიტანული კომპანია თურქეთში $4 მილიარდის ღირებულების პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის თურქული წარმომადგენლობის განცხადებით, ინვესტიცია ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 30 ლოკაციაზე, 4 გიგავატის სიმძლავრის მზის ბატარეის პროექტების განვითარებას მოხმარდება. Hive Energy თურქეთში ინვესტიციებს ბრიტანეთის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ზრდის. კომპანია ქვეყნის მასშტაბით, 10 ქალაქში, მზის ბატარეების პროექტების განვითარებას გეგმავს. დაგეგმილი პროექტების საერთო სიმძლავრე ოთხ გიგავატს აღწევს. პროექტებისთვის ლიცენზირების მინიჭების შემთხვევაში, ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდას აგრძელებს

2023 წლის 11 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.10  (+  0.45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.12  (+   0,49)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და თიზ-ს SOCAR-ის მონაცვლე "ფაზის ოილი" ააშენებს

Samsung-ი კატარში ნავთობქიმიურ ქარხანას ააშენებს

კომპანიამ Samsung Engineering, რომელიც არის სამხრეთ-კორეული სამრეწველო გიგანტის Samsung Group-ის განყოფილება, ტაივანურ კომპანია CTCI Corporatio-თან ერთად კატარში ნავთობქიმიური ქარხნის მშენებლობის ტენდერი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამხრეთ-კორეული კომპანია ავრცელებს. კონტრაქტი შეფასებულია 2,5 მლრდ დოლარად. ტენდერის პირობების თანახმად Samsung Engineering პასუხისმგებელი იქნება ეთილენის მწარმოებელი ქარხნის შექმნაზე, ხოლო ტაივანური კომპანია ქარხნის დანარჩენს ინფრასტრუქტურას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ სამშენებლო სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება. „აღსანიშნავია, ...

Read More »

BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები გააორმაგა

BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 2022 წელს გააორმაგადა მან 15,755 ერთეულს მიაღწია. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვები შარშან 4,8 პროცენტით დაეცა და 2,4 მილიონ ერთეულზე ნაკლები იყო, მიუხედავად მდიდრული ბრენდის Rolls-Royce-ის რეკორდული გაყიდვებისა. BMW-ს ძირითადი ბრენდის გაყიდვები 5,1 პროცენტით დაეცა და 2,1 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. გასულ წელს BMW-ს და MINI-ს მანქანების გაყიდვები ევროპის შიდა ბაზარზე 7,5 პროცენტით შემცირდა და 877 369 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, BMW-ს უდიდეს ...

Read More »

„როგორც კი თოვლი მოდის, ელექტროენერგიის პრობლემა ჩნდება“ – 12 საათზე მესტიის მოსახლეობა აქციას გამართავს

მესტიაში ელექტროენერგია  გადაუჭრელ პრობლემად რჩება, დღეს  12  საათზე მოსახლეობა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის  შენობის  წინ საპროტესტო  აქციას გამართავს. როგორც  „კომერსანტს“ აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ნავერიანმა უთხრა, დაახლოებით ერთი კვირაა მესტიის  დიდ  ნაწილს  ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიწოდება ხდება, ძაბვა ძალიან დაბალია. „როგორც კი თოვლი მოდის, ელექტროენერგიის პრობლემა ჩნდება, მოსახლეობა მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ გამოვიდეს ქუჩაში და რაღაცას მივაღწიოთ, ...

Read More »

პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა

პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, – განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო. „ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები ...

Read More »

Spiegel: ევროპამ პუტინს აჯობა, ბუნებრივი აირით შანტაჟი ჩაიშალა

„2023 წლის ზამთრის ბოლოს, გერმანიის გაზის საცავი უფრო სავსე იქნება, ვიდრე იყო 2022 წლის ზამთრის ბოლოს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში, საცავი ავზები 65%-ით სავსე იქნება მარტის და აპრილის ბოლოს“, – ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება. გამოცემა წერს, რომ გერმანიაში გაზის საცავები ამჟამად დაახლოებით 91%-ია. ამის მიზეზი ენერგიის მოხმარების შემცირება და დამატებითი იმპორტია რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად. ომი უკრაინაში და დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე  ევროკავშირის ...

Read More »

რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება

რუსული ნავთობი, მსოფლიო ბაზარზე G7-ის მიერ შემოღებულ ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება. ამის შესახებ Bloomberg დამოუკიდებელი ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, 6 იანვარს პრიმორსკის პორტში ვაჭრობისას „ურალის“ ბრენდის ნავთობი (ბარელი) $37,80 გაიყიდა, როცა მსოფლიო სტანდარტის Brent-ის ტიპის (ბარელი) ნავთობი იმავე დღეს $78,57 დოლარი ღირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ემბარგომ და რუსულ ნედლეულზე დანახარჯების შეზღუდვამ რუსეთი ჩინეთსა და ინდოეთზე ...

Read More »

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ექსპორტს „დრუჟბის“ ნავთობსადენით გეგმავს

ყაზახეთი გერმანიაში, წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ექსპორტი, მაგრამ გერმანიის საჭიროება, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია. ჩვენ ველოდით რუსეთის ფედერაციის კოლეგებისგან ოფიციალურ დასტურს, რადგან უღელტეხილზე ნავთობის მოწოდება მათი საზღვრის გავლით ხდება. ჩვენ მივიღეთ სიტყვიერი დასტური, ასე რომ, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება. წერილობითი დადასტურება ჯერ ...

Read More »

ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება გურიის რამდენიმე სოფელსაც

ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. სოფელ ჩიბათში დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაზიანებულია საახალწლო განათებები. „შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: გრიგოლეთს, ნიგვზიანს, ჯურუყვეთს, ლესას, ჩიბათსა და აკეთს. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მობილიზებულია ყველა სამსახური. კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ ...

Read More »