„2023 წლის ზამთრის ბოლოს, გერმანიის გაზის საცავი უფრო სავსე იქნება, ვიდრე იყო 2022 წლის ზამთრის ბოლოს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში, საცავი ავზები 65%-ით სავსე იქნება მარტის და აპრილის ბოლოს“, – ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ გერმანიაში გაზის საცავები ამჟამად დაახლოებით 91%-ია. ამის მიზეზი ენერგიის მოხმარების შემცირება და დამატებითი იმპორტია რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად.
ომი უკრაინაში და დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მთლიანად ან დიდწილად იყო დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივ აირზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო.
2022 წლის 25 აგვისტოს ევროპაში გაზის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე.
2022 წლის 28 დეკემბერს ევროპაში გაზის ფასი ომამდელ დონემდე დაეცა.
2023 წლის 6 იანვარს გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ პუტინმა წააგო გაზით შანტაჟი.
წყარო: pia.ge