Author Archives: admin

ალიევი – აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო

აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 1 000 მეგავატიდან 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ორ წამყვან კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე აზერბაიჯანში 22 ათას მეგავატამდე მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება, თუმცა, რეალურად, ნახევარი მაინც არის სრულიად განხორციელებადი. ალიევის განცხადებით, მთავარი საკითხია ელექტროენერგიის გადაცემის ...

Read More »

მსოფლიოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

გასულ წელს, მთელ მსოფლიოში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასულ წელს მსოფლიოში 409 მილიონი ტონა თხევადი გაზი იყო იმპორტირებული. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 386,6 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, იაპონია გახდა თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი, მანამდე ამ ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. Reuters აღნიშნავს, რომ განვითარებადი აზიის ქვეყნების უმეტესობამ გასულ წელს ნაკლები თხევადი ბუნებრივი აირი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2023 წლის 13 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.76 (-0.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.25 (-0.14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 19 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 19 მლნ  ბარელით და შეადგინა 439,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 4,1 მილიონი ბარელით  და შეადგინა  226,8 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  1,1 მილიონი ბარელით და შეადგინა  117,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

იანვარში საფრანგეთმა 1,4 მლრ კვტ.სთ ელექტორენერგია გაიტანა ექსპორტზე და „გათიშვებზე უკვე აღარავინ ლაპარაკობს”

2023 წლის დასაწყისში საფრანგეთმა ექსპორტზე 1,4 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა და კვლავ გახდა ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა. ელექტროენერგიის წარმოების ზრდა რბილმა ზამთარის, ქარის ტურბინების კარგი დატვირთვით მუშაობის და EDF-ის (ფრანგული ელექტროენერგეტიკული კომპანია Électricité de France – „აიპრესი”) ბირთვულ რეაქტორების ხელახლა ამუშავების მიზნით გაწეული ძალისხმევის შედეგია. „გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ სამყარო შევცვალეთ” – AFP-თან ინტერვიუში Colombus Consulting-ის ექსპერტმა ენერგეტიკის დარგში ნიკოლას ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა. BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი.  

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

შვედეთი ატომური ენერგიის წარმოების ზრდის მიზნით კანონმდებლობას ცვლის

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მზადდება ახალი კანონპროექტი, რომელიც შვედეთში დამატებითი ატომური სადგურების აშენებას გახდის შესაძლებელს. მისივე თქმით, შვედეთი ელექტროენერგიის წარმოების გაზრდასა და მისი გამომუშავების სანდო, სტაბილური წყაროს უზრუნველყოფას ცდილობს. “აშკარაა, რომ ჩვენ ელექტროენერგიის წარმოების ზრდა გვესაჭიროება. ამიტომ ვცვლით კანონმდებლობას, რათა მეტ ადგილას, მეტი ატომური სადგურის აშენება შევძლოთ”. – თქვა კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე. მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელმა, ულფ კრისტერსონმა ატომური ენერგიის წარმოების ზრდა ...

Read More »

უკრაინა და იტალია ენერგეტიკის სფეროში ახალ ორმხრივ თანამშრომლობას დაიწყებენ

უკრაინა და იტალია გეგმავენ ახალი ორმხრივი ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თანამედროვე პროექტების განხორციელებას. ეს საკითხები განიხილეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ პიჩეტო ფრატინის ონლაინ შეხვედრის დროს, იუწყება Ukrinform-ი. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 10 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ...

Read More »

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოგაზის ქარხანა ამუშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით (160 გვტ.სთ-მდე სიმძლავრის) ბიოგაზის უდიდესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ კომპანია TotalEnergies-მა დღეს განაცხადა. ქარხანა, BioBéarn-ი ქალაქ პაუს მახლობლად მდებარეობს, რომლის კვების წყაროც ორგანული ნარჩენებია, ძირითადად სიმინდი. ეს არის მე-18 ბიოგაზის ქარხანა, რომელსაც TotalEnergies-ი ფლობს. „2023 წელს ქარხანა 69 გიგავატ/სთ ენერგიას გამოიმუსავებს და წარმოების ზრდას განაგრძობს. რის შედეგადაც 220 ათასი ტონა ბიომასა გადამუშავდება 200 ათას ტონა ორგანულ ნარჩენად, რომელიც ბუნებრივი ...

Read More »

აშშ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის მასალაში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა. კერძოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს სურთ ნავთობპროდუქტების ფასის ორი ზღვარი დააწესონ. ერთი ფასი დაწესდება ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე, მეორე – იაფზე. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლები ევროპაში შეხვედრებს მართავენ და მომავალი სანქიცების დეტალებს განიხილავენ. სანქციები 5 თებერვლიდან ამოქმედდება. ისევე, ...

Read More »