საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

იანვარში საფრანგეთმა 1,4 მლრ კვტ.სთ ელექტორენერგია გაიტანა ექსპორტზე და „გათიშვებზე უკვე აღარავინ ლაპარაკობს”

2023 წლის დასაწყისში საფრანგეთმა ექსპორტზე 1,4 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა და კვლავ გახდა ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა.

ელექტროენერგიის წარმოების ზრდა რბილმა ზამთარის, ქარის ტურბინების კარგი დატვირთვით მუშაობის და EDF-ის (ფრანგული ელექტროენერგეტიკული კომპანია Électricité de France – „აიპრესი”) ბირთვულ რეაქტორების ხელახლა ამუშავების მიზნით გაწეული ძალისხმევის შედეგია.

„გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ სამყარო შევცვალეთ” – AFP-თან ინტერვიუში Colombus Consulting-ის ექსპერტმა ენერგეტიკის დარგში ნიკოლას გოლდბერგმა.„ძალიან დაბალი მოხმარება, ქარის ტურბინები, რომლებიც გამოიმუშავებენ სრული სიმძლავრით და ბირთვული ენერგია, რომელიც პროგნოზით ნავარაუდები დიაპაზონის ფარგლებშია – ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი და აღარავინ საუბრობს ელექტროენერგიის გათიშვაზე” – განმარტა გოლდბერგმა და იქვე აღნიშნა, რომ ქარის ენერგია ზამთარში მცირე მომსახურებას უზრუნველყოფს.

ისტორიულად საფრანგეთი ევროპის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანა იყო და 2022 წელს (თებერვლის, მაისის და აგრეთვე დეკემბრის ბოლო კვირის გამოკლებით), პირველად უკანასკნელი 42 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის ნეტო-იმპორტიორი (თებერვლის, მაისის და აგრეთვე დეკემბრის ბოლო კვირის გარდა) გახდა. გათიშვების თავიდან ასაცილებლად საფრანგეთს შარშან ელექტროენერგია ესპანეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან უფრო დიდი რაოდენობით შეჰქონდა, ვიდრე თავად იმავე და სხვა ქვეყნებს ექსპორტით აწვდიდა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply