Author Archives: admin

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს

სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით. ...

Read More »

ირანი მოითხოვს გარანტიას, რომ აშშ უერთგულებს აღდგენილ ბირთვულ შეთანხმებას

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა – გარანტია, რომ აშშ აღარ გამოეთიშება ირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდველ ხელშეკრულებას, თუკი მოლაპარაკებები, რომლებიც ამ ხელშეკრულების აღდგენას ემსახურება, წარმატებული აღმოჩნდება. 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, რაისიმ ილაპარაკა აშშ-ის მხრიდან ხელშეკრულების დატოვებაზე და თქვა: “ამ გამოცდილებით და ამგვარი პერსპექტივით, შეგვიძლია კი უგულებელვყოთ გარანტიის მნიშვნელოვანი საკითხი სიცოცხლისუნარიანი ხელშეკრულებისთვის?”. რაისის თქმით, ირანი არ ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები საქმიანობის შეჩერებაზე ფიქრობენ

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები ფიქრობენ, თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საკვების მიწოდებას, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. როგორც ფერმერები ამბობენ, გაზის ფასების მატება ყველაზე მეტად ბოსტნეულის მწარმოებელ ფერმერებს აზარალებს. „ელექტროენერგიისა და გაზის ფასების მატება გავლენას მოახდენს ზამთარში, გამთბარ სათბურებში მოსაყვან კულტურებზე, როგორებიცაა პომიდორი, წიწაკა და კიტრი, ასევე, ისეთ კულტურებზე, ...

Read More »

ჩინეთმა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე ერთ თვეში 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯა

ჩინეთმა აგვისტოში რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ნახშირის იმპორტზე რეკორდული 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, ოფიციალური მონაცემებს საბაჟო სტრუქტურა აქვეყნებს. ჩინელმა მყიდველებმა შეიძინეს რეკორდული 44 მილიარდი დოლარის რუსული ენერგორესურსები 6 თვის განმავლობაში, ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. საბაჟოს მონაცემებით, აგვისტოში საწვავის ხარჯი 68%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ევროკავშირი თებერვლიდან ცდილობდა რუსეთის ენერგეტიკაზე უარის თქმას და მისი წევრები მაისში ...

Read More »

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ზრდის

გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე – 50 მეგავატით გაზარდა. ამის შესახებ NPC “უკრენერგოს” პრესსამსახური იტყობინება. ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ. უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს. გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს, დაზიანდა გაზსადენი

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს. ამის შესახებ მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა Telegram-ში დაწერა. მისი ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა ქალაქის სხვადასხვა უბანი, საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები. კიმის თქმით, იერიში განხორციელდა ს-300 ტიპის რაკეტებით. „დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები, გაზსადენი, წყალმომარაგების სისტემა, კინოთეატრისა და თეატრის ეზო, ადმინისტრაციული შენობები. ასევე, 01:21 საათზე, სარაკეტო თავდასხმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: 1- ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი, მათი 90 % ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა

1- ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი და მოწამლული ადამიანების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. „ჩვენმა კომპანიამ წელს ყველა აბონენტის მასშტაბური შემოწმება დაიწყო. ამ დრომდე, 205 731 აბონენტია შემოწმებული, ნებისმიერთან შევდივართ, რასაც კანონმდებლობა გვავალდებულებს. დანადგარების რევიზია ხდება, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,774 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,57  მილიონი ბარელით  და შეადგინა  214,61 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  117,25 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

უზბეკური სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები სსე-ს ესტუმრნენ

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს უზბეკეთის სისტემის ოპერატორის „უზბეკეთის ეროვნული ელექტრული ქსელის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე სსე-ის თანამშრომლებმა უზბეკ კოლეგებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელებული პროექტები და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის დეტალებზე, რომელიც სსე-მ წარმატებით დანერგა და შედეგად, ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების ...

Read More »

ევროპული სანქციების ფონზე რუსეთი აზიაში საწვავის მიწოდებას გაზრდის

Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსეთი გაზრდის საწვავის მიწოდებას აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი გამოწვეულია ევროკავშირის დაწესებული სანქციებით. გამოცემა წერს,რომ ევროკავშირი 5 დეკემბრიდან თითქმის სულ აკრძალავს ნედლი ნავთბის იმპორტს,რასაც თებერვალში მოყვება ნავთობპროდუქტების სრული აკრძალვა. აღნიშნული ქმედება ფასდება,როგორც მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა,რათა დაიცვან უკრაინელები. წყარო: gbc.ge

Read More »